“ჩემთვისაც გულგასატეხი იყო ნინა დრამას რეაქცია და არ მესიამოვნა“ - რას აცხადებს მერაბ დვალიშვილი ნინა დრამას რეაქციის შესახებ, რომელმაც ილია თოფურიას ქართველი გულშემატკივრები გააღიზიანა
UFC-ის ქართველი ვარსკვლავი, მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლას კიდევ ერთხელ ეხმიანება და ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ის დანა უაითისა და ნინა დრამას პოზიციების შესახებ საუბრობს.
“ახალს კი არაფერს ვიტყვი, მაგრამ მაინც ვიტყვი. რაც შეეხება დანა უაითს, ის არის ბიზნესმენი, UFC-ის პრეზიდენტი რომელიც როგორც UFC-ის ბიზნესს აწყობს ისე იქცევა ხოლმე. მე ბევრ რამეში კი არ ვეთანხმები დანა უაითს, მაგრამ როგორც მას აწყობს, როგორც უფრო მეტ ფულს იშოვის, როგორც უფრო მეტ პოპულარობას მოუტანს UFC-ის ისე იქცევა ხოლმე და რა თქმა უნდა ჩვენ ერთმანეთს ვხოცავთ და წავაგებთ თუ მოვიგებთ, მაგას თავისი შოუ აქვს და დანას აწყობს.
რაც შეეხება ნინა დრამას. ნინა დრამა არის ჩემი მეგობარი, ამერიკელი ინფლუენსერი და შეცდომებს უშვებს როგორც ყველა ადამიანი.