ჩაათაი ულუსოი ეკრანს მიღმა - მსახიობის სკანდალური ცხოვრება და რჩეული, რომელზეც "ისეთი შეყვარებულია, როგორც არასდროს"
ბევრმა არ იცის, რომ თურქული კინოს ვარსკვლავი ჩაათაი ულუსოი, სულაც არ გეგმავდა ეკრანზე გამოჩენას. სტამბოლის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ლანდშაფტის არქიტექტურასა და საირიგაციო სისტემებს სწავლობდა, თავისუფალ დროს მწვანე მინდვრებზე სარწყავი მილების დაპროექტებასა და კალათბურთის თამაშს უთმობდა.
თუმცა, 2010 წლის ერთმა საღამომ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა: იმავე ღამეს, როდესაც ის "თურქეთის საუკეთესო მამაკაც მოდელად“ დასახელდა, მას სერიალ "ფერიჰას“ პროდიუსერებმა მთავარი როლი შესთავაზეს. ასე დაიწყო ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტის გზა მსოფლიო აღიარებამდე. მსახიობის ბავშვობა

ემირიდან იამანამდე: კარიერული ტრიუმფიჩაათაი ულუსოის მამა წარმოშობით ბულგარელი თურქია (ბულგარეთიდან ემიგრირებული). დედა კი წარმოშობით ბოსნიელია. თურქულ მედიაში ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, რომ სწორედ "ბალკანურმა გენებმა განაპირობა მისი განსხვავებული ვიზუალი".

ფოტო: მშობლებთან და ძმასთან ერთად
ჩაათაი სტამბოლში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა თავის ინტერვიუებში ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ემიგრანტების ოჯახიდან არის.