საქართველოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოთხი­ვე შვი­ლის ცხოვ­რე­ბა, მათი საქ­მი­ა­ნო­ბა­ და მა­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა - რას წერს უკრაინული გამოცემა - კვირის პალიტრა

საქართველოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოთხი­ვე შვი­ლის ცხოვ­რე­ბა, მათი საქ­მი­ა­ნო­ბა­ და მა­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა - რას წერს უკრაინული გამოცემა

პო­პუ­ლა­რულ­მა უკ­რა­ი­ნულ­მა ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მა "გორ­დონ­მა“გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, რო­მე­ლიც დე­ტა­ლუ­რად მი­მო­ი­ხი­ლავს სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ოთხი­ვე შვი­ლის ცხოვ­რე­ბას, მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და მა­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად რუს­თა­ვის №12 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, ინ­ტერ­ვი­უ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ა­მა­ყით სა­უბ­რობს თა­ვის ორ ვაჟ­სა და ორ ქა­ლიშ­ვილ­ზე. მისი თქმით, შვი­ლე­ბის­თვის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რია.

ვა­ჟე­ბი - წარ­მა­ტე­ბა ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტის სფე­რო­ში და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბა აზი­ა­ში

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ნი­დერ­ლან­დე­ბის მო­ქა­ლა­ქე სან­დრა რუ­ლოვსთან პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ვაჟი - ედუ­არ­დი (და­ბა­დე­ბუ­ლი 1995 წელს) და ნი­კო­ლო­ზი (და­ბა­დე­ბუ­ლი 2005 წელს) ჰყავს. გა­მო­ცე­მა იხ­სე­ნებს, რომ 2025 წლის თე­ბერ­ვალ­ში მის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში პო­ლი­ტი­კოს­მა გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რას საქ­მი­ა­ნო­ბენ მისი უფ­რო­სი შვი­ლე­ბი:

saakashvili-43338-1781778990.webp

ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი - უფ­რო­სი ვაჟი დღეს­დღე­ო­ბით ევ­რო­პა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო და წამ­ყვან სპე­ცი­ა­ლის­ტად ით­ვლე­ბა. იგი ამ­ჟა­მად ნი­დერ­ლან­დებ­ში ცხოვ­რობს და იქ აგ­რძე­ლებს თა­ვის წარ­მა­ტე­ბულ პრო­ფე­სი­ულ მოღ­ვა­წე­ო­ბას.

ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლი - უმ­ცროს­მა ვაჟ­მა სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ი­წყო ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა. მა­მა­მი­სის თქმით, ნი­კო­ლო­ზი თავ­და­პირ­ვე­ლად კუ­რი­ე­რად მუ­შა­ობ­და და პი­ცა­სა და სხვა­დას­ხვა საკ­ვებს ატა­რებ­და, რათა სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქო­ნო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მან ია­პო­ნი­ის სა­ელ­ჩოს გრან­ტი მო­ი­პო­ვა, გა­ემ­გზავ­რა ია­პო­ნი­ა­ში, სა­დაც შე­ის­წავ­ლა ენა, ამ­ჟა­მად კი ლა­ოს­ში იმ­ყო­ფე­ბა და ლა­ო­სურ ენას ეუფ­ლე­ბა.მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ შვი­ლე­ბის მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა­ზე დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია მის­მა აღ­ზრდამ, თუმ­ცა მათ­თვის ამ­ჟა­მინ­დე­ლი რე­ა­ლო­ბა ემო­ცი­უ­რად მარ­ტი­ვი არ არის:

"გარ­და იმი­სა, რომ მათ სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებთ ფული, ისი­ნი თა­ვი­ანთ მი­სი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში ხე­და­ვენ. ეს მე გა­და­ვე­ცი მათ. არ ვიცი, კარ­გია თუ ცუდი, რომ ფული სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებთ, მაგ­რამ ასე გა­მო­ვი­და. ჩემი შვი­ლე­ბის ცო­ტა­თი დე­მო­რა­ლი­ზე­ბას ახ­დენს ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი ხე­და­ვენ, თუ რო­გორ ეპყრო­ბა ჩემ­თან არ­სე­ბუ­ლი ოკუ­პა­ცი­უ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. მაგ­რამ ისი­ნი გა­უმკლავ­დე­ბი­ან ამას. მათ ეს­მით, რა­ტომ ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი“, - აღ­ნიშ­ნა ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა გა­მო­ცე­მას­თან.

უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ელის-მა­რია - "ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტის ვარ­სკვლა­ვი“

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის, ელის-მა­რი­ას არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას პირ­ვე­ლად 2021 წლის დე­კემ­ბერ­ში აც­ნო­ბა. გო­გო­ნას დედა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძეა, რო­მელ­მაც ის 2020 წლის ზა­ფხულ­ში გა­ა­ჩი­ნა.

განაგრძეთ კითხვა