“ძალიან ბედნიერი ვარ...“ - მარი ნაკანი მეუღლეს შეურიგდა - კვირის პალიტრა

“ძალიან ბედნიერი ვარ...“ - მარი ნაკანი მეუღლეს შეურიგდა

ა.წ. მარ­ტში, ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა ფო­ტოგ­რაფ­მა მარი ნა­კან­მა, გვან­ცა და­რა­სე­ლი­ას პოდ­კას­ტში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა გულ­წრფე­ლი და ემო­ცი­უ­რი აღ­სა­რე­ბით გა­ა­ო­ცა. მა­რიმ პირ­ვე­ლად გა­ამ­ხი­ლა, რომ მე­უღ­ლეს, არ­ქი­ტექ­ტორ გი­ორ­გი მა­მა­სახ­ლისს და­შორ­და. მა­შინ მარი, ცრემ­ლმო­რე­უ­ლი, სა­ჯა­როდ სთხოვ­და გი­ორ­გის შე­რი­გე­ბას: "შე­მი­რიგ­დი, გი­ორ­გი! მიყ­ვარ­ხარ და მე­ნატ­რე­ბი!“.

მარი ნა­კა­ნის სა­ჯა­რო ვედ­რე­ბა, რო­მე­ლიც ემო­ცი­ე­ბი­თა და ნოს­ტალ­გი­ით იყო სავ­სე, რო­გორც ჩანს, გი­ორ­გი მა­მა­სახ­ლი­სამ­დე მი­ვი­და. დღეს კი, ფო­ტოგ­რაფ­მა თა­ვის "ინ­სტაგ­რამ სთო­რი­ში" სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი გა­ა­ზი­ა­რა.

nakani-52122-1781782816.jpg

მა­რიმ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, რო­მელ­ზეც გი­ორ­გის­თან ერ­თად არის, წვი­მი­ან ამინ­დში, ქოლ­გის ქვეშ. ფო­ტო­ზე მარი ბედ­ნი­ე­რად იღი­მე­ბა, გი­ორ­გი კი მის გვერ­დით დგას.

სთორ­ზე მა­რიმ და­წე­რა: "ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, ჩვენ შევ­რიგ­დით, მინ­დო­და ეს სი­ხა­რუ­ლი თქვენ­თვი­საც გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნა­კა­ნი ამის შემ­დეგ კი­დევ არა­ერთ პოდ­კასტს ეს­ტუმ­რა, ის მუდ­მი­ვად სა­უბ­რობ­და და­შო­რე­ბა­ზე და იმ ბედ­ნი­ერ წლებ­ზე, რო­მე­ლიც ყო­ფილ ქმარ­თან გა­ა­ტა­რა.

განაგრძეთ კითხვა