“ელენეს აქვს დიდი გული - როცა მე კლინიკაში არ გადავყავდი, იშიმშილა და ჯანმრთელობა დაიზიანა...“ - მიხეილ სააკაშვილი - კვირის პალიტრა

“ელენეს აქვს დიდი გული - როცა მე კლინიკაში არ გადავყავდი, იშიმშილა და ჯანმრთელობა დაიზიანა...“ - მიხეილ სააკაშვილი

ეს არის „ნულოვანი თანაგრძნობის“ პოლიტიკის პირდაპირი განხორციელება ყველაზე არაადამიანური სახით და არის წამება, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას.

როგორც სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ელენე ხოშტარიამ 2021 წელს იშიმშილა, როდესაც ის კლინიკაში არ გაჰყავდათ და ამით ჯანმრთელობა დაიზიანა.

„ელენეს აქვს დიდი გული. „ლაკამ“, როცა მე კლინიკაში არ გადავყავდი, 2021-ში იშიმშილა და ჯანმრთელობა დაიზიანა. ახლა ელენეს ეპყრობიან ისევე, როგორც მაშინ მე მეპყრობოდნენ. რა თქმა უნდა, ეს არის „ნულოვანი თანაგრძნობის" პოლიტიკის პირდაპირი განხორციელება ყველაზე არაადამიანური სახით და არის წამება, არაადამიანური მოპყრობა ევროპული კონვენციების მიხედვით“,-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

განაგრძეთ კითხვა