"დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ, რამდენიმე წუთში აიყვანეს" - დაკავებული პირი წარსულში 23 წლის გიგა როყვას მკვლელობაში იყო ბრალდებული - კვირის პალიტრა

"დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ, რამდენიმე წუთში აიყვანეს" - დაკავებული პირი წარსულში 23 წლის გიგა როყვას მკვლელობაში იყო ბრალდებული

დღეს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა უკა­ნო­ნო სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე ორი პირი, ვ.გ და ლ.ს. და­ა­კა­ვა.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი გუ­რი­ის რე­გი­ონ­ში, მდი­ნა­რე სუფ­სი­დან, შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვი­სა და ლი­ცენ­ზი­ის გა­რე­შე სის­ტე­მა­ტუ­რად მო­ი­პო­ვებ­დნენ ინერ­ტულ მა­სა­ლას, რომ­ლის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­საც სხვა­დას­ხვა მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტზე ახ­დენ­დნენ. ჯამ­ში უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბულ იქნა 380 804 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 32 957 კუ­ბუ­რი მეტ­რი ინერ­ტუ­ლი მა­სა­ლა, ხოლო გა­რე­მოს­თვის მი­ყე­ნე­ბულ­მა ზი­ან­მა 494 345 ლარი შე­ად­გი­ნა. ამას­თა­ნა­ვე, ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა 45 713 ლა­რის ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ლე­ვან სკამ­კო­ჩა­იშ­ვი­ლი მეტ­სა­ხე­ლად "ბუ­ზია" და ვაჟა გო­გო­ტიშ­ვი­ლი."პირ­ვე­ლებს" წყა­რო უყ­ვე­ბა, რომ გო­გო­ტიშ­ვი­ლი მისი და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში და­ა­კა­ვეს.

ვაჟა გო­გო­ტიშ­ვი­ლი 23 წლის გიგა როყ­ვას მკვლე­ლო­ბა­ში იყო ბრალ­დე­ბუ­ლი.

რა მოხ­და 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში?

23 წლის მა­მა­კაცს თავს იმ დროს და­ესხნენ, როცა თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად ავ­ტო­მან­ქა­ნით ანა­სე­უ­ლის გზა­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კლი­ნი­კა­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი უც­ნობ­მა პი­რებ­მა შე­იყ­ვა­ნეს. მოკ­ლუ­ლი იტა­ლი­ი­დან ერთი კვი­რის ჩა­მო­სუ­ლი იყო. მა­შინ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სწო­რედ ვაჟა გო­გო­ტიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. მკვლე­ლო­ბი­დან ორ დღე­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ შუ­ახ­ნის კაცს ათო­ბით ჭრი­ლო­ბა და­ნით მძი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ა­ყე­ნეს და ეს სწო­რედ როყ­ვას მკვლე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და. მა­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სწო­რედ ბრალ­დე­ბუ­ლი გო­გო­ტიშ­ვი­ლის ბიძა იყო.

განაგრძეთ კითხვა