ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო.
როგორც Ambebi.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ოთხივე მათგანი მაშველებმა ნაპირზე გამოიყვანეს.არსებული ინფორმაციით, სამის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთს კი ადგილზე გულის მასაჟს უტარებენ.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.