ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა - რა დეტელები ხდება ცნობილი შემზარავ ავარიაზე?
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
მათი ცნობით, შემთხვევა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერგეს მონაკვეთზე მოხდა.მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.