“ჩემ წინააღდეგ პოლიტიკური შურისძიებაა... ეს ხდება, რადგან მამუკა მდინარაძეს ვერ მოუნელებია, „ბაირამ დუდუკში“ რომ მოხვდა“ - ალეკო ელისაშვილი - კვირის პალიტრა

“ჩემ წინააღდეგ პოლიტიკური შურისძიებაა... ეს ხდება, რადგან მამუკა მდინარაძეს ვერ მოუნელებია, „ბაირამ დუდუკში“ რომ მოხვდა“ - ალეკო ელისაშვილი

ეს იმიტომ ხდება, რომ მამუკა მდინარაძეს ვერ მოუნელებია “ბაირამ დუდუკში” რომ მოხვდა - ჩემ წინააღმდეგ პოლიტიკური შურისძიებაა, ვიღაცას დაესიზმრა და ბრალი გაჩნდა, - ამის შესახებ ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში გაჩენილ ხანძარს ეხება.

მისი თქმით, საქმე “დაუჯერებელი და საოცარია”, რადგან საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლებზეც ექსპერტიზა ადამიანის ვინაობას ვერ ადგენს.

„უხერხული, დაუჯერებელი და საოცარი საქმეა. მეცინება, როდესაც პროკურორს ვუსმენ და მტკიცებულებათა ერთობლიობაზე მიუთითებს, ეს ყველაფერი კი ისე ჟღერს, რომ გეგონება ამ საქმეზე ადამიანს ტყუილად არ დაიჭერდნენ.

29 ნოემბერს დამიჭირეს, 2 დღე ბრალი ქონების დაზიანების მუხლით მქონდა წარდგენილი. ეს არ ეყოთ, რომ ჩემს წინააღდეგ უფრო კარგად გამოელაშქრათ. გამოვიდა პაპუაშვილი და ეს ტერორიზმიაო და ამის შემდეგ ბრალი გადამიკვალიფიცირეს - რადგან პაპუაშვილმა თქვა, ტერორისტი გავხდი, მაგრამ თვითონვე მიხვდნენ, რომ ბინ ლადენიც ტერორისტია და მეც, ვერ ჯდებოდა. ეს ბრალი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია.

1 წელი გაუხსნელი საქმე ჰქონდათ თაროზე შემოდებული, იმიტომ იყო გაუხსნელი, რომ არანაირი მტკიცებულება არ იყო, სადაც ადამიანის ამოცნობა შეიძლება. ერთადერთი ჩანაწერია და გაუმარჯოს ღმერთმა იმ გოგოს თუ ბიჭს, რასაც აკეთებდა. ამ სასამართლოში სამართალი არ იპოვნება. დანაშაულია, მაგრამ ექსპერტიზა წერს, რომ აქ ადამიანის ამოცნობა შეუძლებელიაო, მაგრამ რადგან ჩემს წინააღმდეგ რაღაცების დალაგება მოუნდათ, დაალაგეს - ელისაშვილი დაჭერილი გვყავს, ტერორიზმის მუხლი წარვუდგინეთ და მეტი დამაჯერებლობისთვის, ეს საქმეც ტერორიზმის მუხლად გადააკვალიფიცირეს.

განაგრძეთ კითხვა