"მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება" - 112-ის გაფრთხილება მოსახლეობას - კვირის პალიტრა

"მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება" - 112-ის გაფრთხილება მოსახლეობას

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ აფრთხილებს და მათ შეტყობინებებს უგზავნის.

"გაცნობებთ, რომ 19-22 ივნისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ" - წერს 112

სააგენტოს ცნობით, საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება მაღალი წყლიანობა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეული მდინარეების აუზებში (ენგური,რიონი, არაგვი, იორი, ალაზანი) წყლის დონეების საშიშ ნიშნულებამდე მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.