8 წლის ინგუში გმირის ამბავი, რომელმაც ჩრდილოეთ კავკასია გააერთიანა: ბიჭუნას 20 000-ზე მეტი ადამიანი ეძებს - კვირის პალიტრა

8 წლის ინგუში გმირის ამბავი, რომელმაც ჩრდილოეთ კავკასია გააერთიანა: ბიჭუნას 20 000-ზე მეტი ადამიანი ეძებს

ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში ბოლო წლე­ბის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი და დრა­მა­ტუ­ლი სამ­ძებ­რო ოპე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. უკვე თით­ქმის ერთი კვი­რაა, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი უწყვეტ რე­ჟიმ­ში ეძებს 8 წლის ხი­ზირ დერ­ბი­ჩე­ვის, რო­მე­ლიც მდი­ნა­რე სუნ­ჟა­ში მე­გობ­რის გა­დარ­ჩე­ნის მცდე­ლო­ბი­სას ჩა­ვარ­და და დი­ნე­ბამ გა­ი­ტა­ცა. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კი ის არის, რომ დღეს, 20 ივ­ნისს, როცა ძებ­ნის ოპე­რა­ცი­ამ პიკს მი­აღ­წია, პა­ტა­რა ხი­ზი­რის და­ბა­დე­ბის დღეა - მას ზუს­ტად დღეს 8 წელი შე­უს­რულ­და.

თავ­გან­წირ­ვა მდი­ნა­რის პი­რას: რო­გორ მოხ­და ტრა­გე­დიაუბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა 15 ივ­ნისს, ინ­გუ­შეთ­ში, სო­ფელ იან­და­რე­ში მოხ­და. სამი ბავ­შვი მდი­ნა­რე სუნ­ჟას ნა­პი­რას თა­მა­შობ­და. ბოლო დღე­ებ­ში მო­სუ­ლი უხვი ნა­ლე­ქის გამო, მდი­ნა­რე საგ­რძნობ­ლად იყო ადი­დე­ბუ­ლი.

screenshot-2026-06-20-210711-1781975498.png

თა­მა­შის დროს ერთ-ერთ ბავ­შვს ფეხი და­უ­ცურ­და და ადი­დე­ბულ წყალ­ში ჩა­ვარ­და. 7 წლის ხი­ზი­რი, მე­გობ­რის და­სახ­მა­რებ­ლად ადი­დე­ბულ მდი­ნა­რე­ში უყოყ­მა­ნოდ გა­დახ­ტა და მისი წყლი­დან ამოყ­ვა­ნა სცა­და. მე­სა­მე ბავ­შვი კი და­სახ­მა­რებ­ლად გა­იქ­ცა. უფ­რო­სებ­მა, რომ­ლე­ბიც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე დრო­უ­ლად მი­ვიდ­ნენ, მდი­ნა­რე­ში ჩა­ვარ­დნი­ლი პირ­ვე­ლი ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს - მან მო­ას­წრო და სა­ნა­პი­რო­ზე ხის ტო­ტებს ჩა­ე­ჭი­და. თუმ­ცა, თა­ვად პა­ტა­რა მხსნე­ლი, ხი­ზირ დერ­ბი­ჩე­ვი, მძლავ­რმა დი­ნე­ბამ წა­ი­ღო. მას შემ­დეგ ბავ­შვის კვალს ვე­ღარ მი­აგ­ნეს. გააგრძელეთ კითხვა