"მერაბს უნდა ჩაუგდონ ეს ვიდეო, რომ ჰკითხო - ნინა შეცდა იმ მომენტშიო..." - ნინა დრამა და არმან ცარუკიანი ილია თოფურიაზე იცინიან? - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში?
თეთრ სახლში გამართული UFC-ის ისტორიული საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ, სადაც ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან 4-რაუნდიან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა, სოციალურ ქსელში ვნებები არ ცხრება. ამჯერად სკანდალის ეპიცენტრში კვლავ UFC-ის პოპულარული კონტენტ კრეატორი და ინფლუენსერი, ნინა მარია დრამა მოექცა.
მისი ახალი ვიდეო, რომელიც სომხეთშია გადაღებული, ქართველი გულშემატკივრებისთვის მორიგი შეურაცხყოფა აღმოჩნდა.
რა მოხდა ბრძოლის შემდეგ - სკანდალის დასაწყისიშეგახსენებთ, რომ პირველი უკმაყოფილება მაშინ გაჩნდა, როდესაც ნინა დრამამ აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნირიდან (რომელსაც 4 000 მაყურებელთან ერთად დონალდ ტრამპიც ესწრებოდა) კადრები გამოაქვეყნა. ვიდეოში ასახული იყო, როგორ ემოციურად აღნიშნავდა ის ჯასტინ გეიჯის გამარჯვებას, თოფურიას მარცხის ფონზე.
ამ ფაქტს ქართველი ქომაგების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, რადგან ნინა დრამას საქართველოში, მერაბ დვალიშვილის მასპინძლობით, ორჯერ იმყოფებოდა და ქართველებისგან უდიდესი სიყვარული მიიღო.

სიტუაციის განმუხტვას თავად UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ვიდეომიმართვით შეეცადა. მან აღნიშნა, რომ ნინა მისი მეგობარია, რომელმაც შეცდომა დაუშვა:
"როგორც ქართველისთვის, ჩემთვისაც გულგასატეხი იყო ნინა დრამას რეაქცია და არ მესიამოვნა. მაგრამ ველაპარაკე მას და თავისი ახსნა აქვს... მე კი იცით, რა გიჟი ვარ. ისიც კი იცით, რომ ილია ჩემი ძმაა და ილიაზე ცუდის მთქმელს შევჭამ. ერთი წამით არ დავახამხამებ თვალს, რომ ეგრევე ფიზიკურად ვიმოქმედო", – განაცხადა მერაბმა და ილიას მალე გამოჯანმრთელება და ქამრის დაბრუნება უსურვა. გააგრძელეთ კითხვა