"პრეზიდენტო ტრამპ, ეს მუდმივი და უსაფუძვლო თავდასხმები უაზროა - ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის, ჯობია, შენსაზე ფოკუსირდე" - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტო ტრამპ, ეს მუდმივი და უსაფუძვლო თავდასხმები უაზროა - ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის, ჯობია, შენსაზე ფოკუსირდე"

ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის, ჯობია შენსაზე ფოკუსირდე,- ასე პასუხობს იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, თითქოს მელონი მასთან მეგობრობის აღდგენას თავისი რეიტინგების გასაზრდელად ცდილობს.

,,ჩემი პასუხი ჩემს შესახებ დონალდ ტრამპის ბოლო პოსტზე. მაგრამ ამ თემას არ დავუბრუნდები, ვინაიდან ჯერ კიდევ მჯერა დასავლეთის ერთიანობის და არ მჯერა, რომ ეს წარმოდგენა ჩვენს ამოცანებს შეესაბამება.

პრეზიდენტო ტრამპ, ეს მუდმივი და უსაფუძვლო თავდასხმები უაზროა. ჩემს პოპულარობას რაც შეეხება, შენთან მეგობრობა ნამდვილად არ დამეხმარა, და ის არცაა დამოკიდებული შენთან ურთიერთობებზე. ჩემი პოპულარობა დამოკიდებულია ჩემს შესაძლებლობაზე, დავიცვა იტალიის ეროვნული ინტერესები, და მუდმივად მხოლოდ ამას ვაკეთებდი. გააგრძელეთ