"არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით, შემდეგ კი გვიკვირს, „რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა“ - შეგვეწიოს უფალი, რომ პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და სიმართლეს" - კვირის პალიტრა

"არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით, შემდეგ კი გვიკვირს, „რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა“ - შეგვეწიოს უფალი, რომ პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და სიმართლეს"

შეგვეწიოს უფალი, რომ პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ... მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება, - ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქის თქმით, სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში. შიო III -ის განცხადებით, სწორედ ეს სამი არის ღვთის სასუფეველი, რომელზეც უფალი ამბობს, რომ ჩვენში უნდა ვეძებოთ.

პატრიარქის თქმით, არასწორი დამოკიდებულებით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით, შემდეგ კი გვიკვირს, რატომ „გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, პატიოსანო მამებო, ძვირფასო ძმებო და დებო გილოცავთ სულთმოფენობიდან მესამე კვირას, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

ერთხელ, როდესაც უფალ იესო ქრისტეს ბევრი ხალხი მიჰყვებოდა თან, მან დაინახა ეს სიმრავლე, მთაზე ავიდა და მთიდან წარმოთქვა თავისი ქადაგება, რომელმაც სრულად შეცვალა მსმენელთა წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის სიკეთე, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რა არის ცხოვრებაში მთავარი და მეორეხარისხოვანი. გააგრძელეთ კითხვა