ასე ხუმრობენ სამეგრელოში
სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახეო, შემთხვევით როდი თქვა თავის დროზე დიდმა ილიამ: ამ მშვენიერმა მხარემ ყველა დარდი და სიხარული გამოიარა, რაც საქართველოს სხვა კუთხეებს გამოუვლიათ. კოლხურ სიმღერებშიც, საუკუნეების ნატანჯი, მაგრამ გაუტეხელი ხალხის სევდაა ჩაქსოვილი. მეგრელების იუმორი ხომ ცალკე ხელოვნებაა - სხარტი, ელვისებური და ამავე დროს, ინტელექტუალური...
გთავაზობთ მეგრული იუმორის მარგალიტებს, რომელიც ქალბატონმა ნინო დ.-მ გვიამბო. ჩვენმა რესპონდენტმა ვინაობის გამხელა არ ისურვა და, რა თქმა უნდა, ამ სურვილს შევუსრულებთ.
რატომ არიან კოლხები ყველაზე საზრიანები
* *
ბანკს ძარცვავენ. მოულოდნელად მძარცველს ნიღაბი ჩამოუვარდება, მოლარესთან მიდის და ეკითხება:
- ჩემი სახე დაინახე?
- კი.
მძარცველი ესვრის და მოკლავს.
- კიდევ ვინ დაინახა ჩემი სახე?
იატაკზე დაწოლილი მეგრელი თავს წამოსწევს და ეუბნება:
- ჩემმა სიდედრმა დაგინახა, ჯიმა, აქედან 200 მეტრში ცხოვრობს.
********* * *
მეგრელი დიდ სამამულო ომში გაიწვიეს. ერთ-ერთი შეტაკების დროს მისი სანგრისკენ გერმანელების ტანკი წამოვიდა. მოხრიგინებს, ესვრიან, მაგრამ ვერ აფეთქებენ. მხოლოდ ერთი შანსი რჩება: ვინმემ ყუმბარები წელზე შემოირტყას და ტანკს შეუვარდეს.
- აბა, ვის გიყვართ სამშობლო? - მთელი ხმით იყვირა მეთაურმა, - ახლავე შეუვარდით ტანკს!
მსურველები რატომღაც არ ჩანან. მეთაური გამწარებული დარბის ბრძოლის ველზე და იმეორებს:
- რას ჰგავს ეს? კი მაგრამ, სამშობლო არავის გიყვართ?
- შენ, არ გიყვარს სამშობლო? - ჩაეკითხა მეთაური მეგრელ ჯარისკაცს.
- სამშობლო როგორ არ მიყვარს?! - შეიცხადა მეგრელმა.
- მერე შემოირტყი ყუმბარები და შეუვარი ტანკს, ხომ ხედავ, შენს მეტს სამშობლო აქ არავის უყვარს!
- კი ბატონო, მე ამ ტანკს შევუვარდები, მარა მერე სამშობლო ვიღას ეყვარება?! - გაუკვირდა `პატრიოტ~ მეომარს.
* * *
- თქვენ ცოფის ნიშნები გაქვთ! - შეშფოთებული სახით აცნობა ექიმმა მეგრელს.
- ხოხ, მართლა?
- კი, ნამდვილად ასეა.
- კაი მაშინ, - ჩაილაპარაკა მეგრელმა, ფურცელი აიღო და წერა დაიწყო.
- ანდერძს წერთ? - დაინტერესდა ექიმი.
- არა! ვის უნდა ვუკბინო, იმ ხალხის სიას ვწერ...
* * *
სამეგრელოს პატარა ქალაქის `ბირჟაზე~ ერთი კაცი ტრაბახობს:
- მე, ჯიმა, რასაც თავში ჩავიდებ, ყველაფერი მამახსოვრდება!
- ჩემი ვალი რომ გაქვს, ეგ რატომ არ გახსოვს?! - უსაყვედურა იქვე მდგომმა მეზობელმა.
- ეგ თავში კი არა, ჯიბეში ჩავიდე.
**** * *
ასაკოვანი მეგრელი კაცი ციხეში მოხვდა. რომ დაიძინა, მელოტ თავზე საღებავი წაუსვეს.
მეორე დილით გაიღვიძა, სარკეში ჩაიხედა და კინაღამ გადაირია:
- ახლავე მითხარით, ვინ შემღება? - წამოიძახა განრისხებულმა.
- მე შეგღებე, - წამოდგა ვიღაც ორმეტრიანი ახმახი.
- არაფერია, გაშრა უკვე და მეორე პირიც ხომ უნდა გადაუსვა? - არ დაიბნა პატიმარი.
მეგრელები, სვანები და გურულები
სვანი და მეგრელი ფილმს უყურებენ, რომელშიც რემბო მონაწილეობს. ის მომენტია, როცა რემბო ერთი კლდიდან მეორეზე უნდა გადახტეს.
- მოდი, დავნაძლევდეთ, რომ გადახტება, - შესთავაზა მეგრელმა.
მეგობარიც დაეთანხმა და დანაძლევდნენ. რემბო მართლაც გადახტა ერთი კლდიდან მეორეზე.
- კაცო, ვერ მიხვდი, რომ ეს ფილმი ნანახი მქონდა და ვიცოდი, რომ გადახტებოდა, რატომ დამენიძლავეო? - გაოცდა მეგრელი.
- ნანახი მეც მქონდა, მაგრამ კიდევ ერთხელ თუ გარისკავდა, მაგას როგორ ვიფიქრებდი? - ამოიოხრა სვანმა.
**** * *
Mმეგრელს უთხრეს, შენს ნაცნობ გურულს კიბო აქვსო.
- ხოხ, საწყალი კიბო! - შეიცხადა ამ ამბით შეშფოთებულმა მეგრელმა.
***
* * *
Mმეგრელ მონადირეებს აფრიკაში გაუშვებენ, გავა ერთი წელი და მათგან არანაირი ხმა არ ისმის. მათ მოსაძებნად გურულებს გაგზავნიან. ეძებენ გურულები დაკარგულ თანამოძმეებს და მხოლოდ დღიურს იპოვიან, სადაც წერია:
პირველი დღე - ვეძებთ ლომს!
მეორე დღე - ვეძებთ ლომს!
მესამე დღე - ვავაააააააა, ლომი!
* * *
სვანი და მეგრელი ნარდს თამაშობდნენ.
მეგრელი კამათელს ათამაშებდა და ნატრობდა:
- აბა, შაში, აბა, შაში!
სვანი კი, იმეორებდა:
- მესტიაში, მესტიაში.
* * *
სვანმა მეგრელი თავის სახლში დაპატიჟა. იცოდა, რომ მისი სტუმარი სვანეთში პირველად იყო და იფიქრა, მოდი, გავეხუმრებიო.
- ეგერ რომ ცხვრის ფარაა, აბა, თუ გამოიცნობ, რამდენი ცხვარია? - ჰკითხა მოულოდნელად.
- გადათვალა მეგრელმა და 367 ცხვარიაო, უთხრა.
Mმივიდნენ მწყემსთან და ჰკითხეს:
- კი ბატონო, ზუსტად 367 ცხვარი მყავსო.
ცოტა კიდევ გაიარეს და ამჟამად რამდენი ცხვარიაო?
- 1023-ო, - არ დაიბნა მეგრელი.
ჰკითხეს მწყემსს და მინდორში მართლა 1023 ცხვარი აღმოჩნდა.
გადაირია სვანი, ე ბიჭო, მითხარი, როგორ ხვდებიო?
- მაგას რა უნდა? - უპასუხა მეგრელმა, - ფეხები გადათვალე და მერე 4-ზე გაყავი...
* * *
სვანი და მეგრელი ლიფტში გაიჭედნენ.
სვანი ყვირის მიშველეთ! მიშველეთო! მეგრელი ურჩევს:
- მოდი, ჩქიმ ჯიმა, ერთად ვიყვიროთ.
სვანი: - ერთად, ერთაააად!
M
*** * * *
მეგრელ ახალგაზრდას ოფისში უნდა მუშაობის დაწყება და უფროსი ეკითხება:
- თუ აქ გინდა მუშაობა, მაშინ ინგლისური და კომპიუტერი უნდა იცოდე.
- მეგრული და კალკულატორი არ ეყოფა მაგ საქმეს?
იღბლიანი სასიძო
მილიონერ მეგრელს ერთადერთი ქალიშვილი გაუთხოვდა. გადაირია, ატეხა განგაში, მაგრამ კვალს ვერსად მიაგნო. მთელი დღის ძებნის შემდეგ შვილმა დაურეკა და უთხრა: მამა, არავის ბრალი არაა, მიყვარდა და ცოლად ამიტომ გავყევიო.
- სად ხარ? დამელაპარაკე, შვილო! უბრალოდ, გამაცანი ვინაა, - შვილს მხოლოდ ეს უთხრა და პირობა მისცა, რომ სიძეს არაფერს დაუშავებდა. მართლაც, შეხვდნენ ერთმანეთს სიძე-სიმამრი. მან სიძეს ხელი ჩამოართვა და ჰკითხა:
- რამე ხელობა თუ გაქვს, თავი რომ ირჩინო?
არაო, უპასუხა სიძემ.
- მერე რას ფიქრობ, კაცო?
- ღმერთი მომცემს...
- სახლი თუ გაქვს?
არაო.
- მერე რას ფიქრობ, კაცო?
- ღმერთი მომცემს.
- მანქანა გყავს?
არა, მაგრამ ღმერთი მომცემსო...
- მამა, ხომ კარგი ბიჭია? - ჰკითხა მამას ერთადერთმა ქალიშვილმა.
- ბიჭი ნამდვილად კარგია, კარგი გარეგნობისაა, მაგრამ მე ყველაზე მეტად ის მომეწონა, წამდაუწუმ ღმერთს რომ მეძახდა! - ამოიოხრა ახალგამომცხვარმა სიმამრმა.
**** * *
ძუკუმ კასპაროვს ჭადრაკში 4:0 მოუგო.
დაესივნენ ჟურნალისტები და ეკითხებიან:
- ბატონო ძუკუ, ბატონო ძუკუ, როგორ მოახერხეთ კასპაროვის დამარცხება?
- ჯიმა, ჩემი წინაპრები ცოცხალ ცხენებს იპარავდნენ და მე მაგის ხის ცხენებს ვერ მოვიპარავდი?!
**** * *
გაოცებული მეგრელი მონადირე მეგობარს უყვება:
- ხოხ, რა ეშმაკი ცხოველი ყოფილა ეს მელია, მივეპარე, ვესროლე, მოვკალი და მომატყუა - ძაღლი ყოფილა თურმე!
**** * *
მეგრელი შინ ღამის სამ საათზე დაბრუნდა. ცოლის რისხვა თავიდან რომ აეცილებინა‚ საძინებელში ძალიან ფრთხილად შეიპარა და საათის ისარი უკან გადასწია. გამოეღვიძა ცოლს და ყვირილი დაიწყო:
- კაცო, ნახე‚ რომელი საათია, აქამდე სად იყავი, რას აკეთებდი?!
- რა რომელი საათია? ჯერ თორმეტიც არ არის...
ცოლმა შეხედა საათს, გული მოულბა და ჰკითხა:
- რამე ხომ არ გინდა?
- წყალს თუ მომიტან, კარგს იზამ, - შვებით ამოისუნთქა ქმარმა.
ქალი სამზარეულოში გავიდა, წყალი ჭიქაში ჩაასხა და ამ დროს თვალი მოჰკრა, რომ სამზარეულოს საათი სამს უჩვენებდა... სასწრაფოდ გავარდა საძინებელში, სადაც ქმარი მომზადებული დახვდა, საათისკენ გაიშვირა ხელი და ეუბნება:
- სად ხარ, ქალო, ამდენ ხანს?! წყლის მოტანას სამი საათი რად უნდოდა?!
* * *
მეგრელი მატარებლით მგზავრობს არც ისე ახალგაზრდა და სიმპათიურ ქალთან ერთად. საუბრის წამოწყება სცადა და ჰკითხა:
- ქალბატონო, რამდენი წლის ბრძანდებით?
- რამდენისაც გამოვიყურები, - გაიპრანჭა ქალი.
- რატომ მატყუებთ, ქალბატონო, ადამიანები მაგდენ ხანს ვერ ცოცხლობენ!
**** * *
მეგრელს უთხრეს, სპილო გაქცეულა ზოოპარკიდან და დასაჭერად დასდევენო.
- ხოხ! რას დაიჭერენ მაგნები მაგხელა სპილოს!
მერე გაიგო, დაუჭერიათო.
- ხოხ! Aაბა, სად გაიქცეოდა მაგხელა სპილო?
**** * *
მეგრელს უფროსი ეკითხება:
- რატომ არ იყავი გუშინ სამსახურში?
- კბილი მტკიოდა ნამეტანი, წამალმაც კი არ მიშველა.
- ეგ მიზეზი არ არის, მე კბილი რომ მტკივა, ცოლს ჩავეხუტები და მალევე გამივლის, - უსაყვედურა უფროსმა.
- ბოდიში, ბატონო, მაგრამ მასე ახლოს არ ვიცნობ თქვენს ცოლს, - არ დაიბნა `მოხერხებული~ თანამშრომელი.
ხათუნა ჩიგოგიძე