შავ ზღვაში სიტუაცია დაიძაბა: რუსებმა სამოქალაქო გემებს დაარტყეს, არის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

შავ ზღვაში სიტუაცია დაიძაბა: რუსებმა სამოქალაქო გემებს დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსმა სამხედროებმა დრონების გამოყენებით შავ ზღვაში ორ უცხოურ სამოქალაქო გემს დაარტყეს, რის შედეგადაც თურქულ სატვირთო გემზე ხანძარი გაჩნდა და ეგვიპტის მოქალაქე დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავ თურქულ სატვირთო გემ VICTRESS-ზე უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ბორტზე ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა - ეგვიპტის, თურქეთის და ინდოეთის მოქალაქეები.

„რთული სიტუაციისა და ხანძრის შემდგომი გავრცელების საფრთხის გათვალისწინებით, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების კატერების ეკიპაჟებმა წარმატებით ჩაატარეს სამაშველო ოპერაცია სატვირთო გემის ეკიპაჟის ევაკუაციისთვის. სამწუხაროდ, არის დაღუპული“, - აცხადებენ უკრაინის საზღვაო ძალებში.

რუსული ძალები ასევე თავს დაესხნენ პალაუსა და ბელიზის დროშის ქვეშ მცურავ გემს. არავინ დაშავებულა და დაზიანებულმა გემმა მოძრაობა განაგრძო

"ინტერპრესნიუსი"