"სიყვარული არ ნიშნავს ნებისმიერ ფასად დარჩენას...“ - ილია თოფურიას ყოფილი ცოლის პირველი კომენტარი განქორწინებაზე - კვირის პალიტრა

"სიყვარული არ ნიშნავს ნებისმიერ ფასად დარჩენას...“ - ილია თოფურიას ყოფილი ცოლის პირველი კომენტარი განქორწინებაზე

ილია თო­ფუ­რი­ა­სა და მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გის გარ­შე­მო ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟი არ წყდე­ბა. მას შემ­დეგ, რაც წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს ხმა­უ­რი­ა­ნად და­შორ­და და სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბი და­ი­წყო, მო­დე­ლი დუ­მილს ინარ­ჩუ­ნებ­და. თუმ­ცა, ბოლო მოვ­ლე­ნებ­მა ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა. თო­ფუ­რი­ას მძი­მე ტრავ­მის ფონ­ზე, ჯორ­ჯი­ნამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პირ­ვე­ლად ილა­პა­რა­კა და­შო­რე­ბის რე­ა­ლურ მი­ზე­ზებ­სა და ყო­ფილ ქმარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე.

რო­გორც იცით, 14 ივ­ნისს, თეთრ სახ­ლში გა­მარ­თულ ბრძო­ლა­ში, ილია თო­ფუ­რი­ამ ჯას­ტინ გე­ი­ჯის­თან მძი­მე ტრავ­მა მი­ი­ღო - მას თვა­ლის ორ­ბი­ტა­ლუ­რი ძვა­ლი გა­ი­ტყდა და ოქ­ტა­გო­ნი­დან პირ­და­პირ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სწო­რედ ამ ამ­ბი­დან ზუს­ტად ერთ კვი­რა­ში, ჯორ­ჯი­ნამ გა­მომ­წე­რებს ღიად უპა­სუ­ხა.

რა­ტომ მი­ა­ტო­ვა მო­დელ­მა ჩემ­პი­ო­ნი?

ცნო­ბილ­მა ეს­პა­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა, ხავი დე ოი­ოს­მა გა­ა­სა­ჯა­რო­ვა ჯორ­ჯი­ნას მი­მო­წე­რა ერთ-ერთ თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­თან. კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ არ დარ­ჩა ილი­ას გვერ­დით, მო­დელ­მა საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი და ირი­ბი პა­სუ­ხი გას­ცა:

"ზოგ­ჯერ გვგო­ნია, რომ სიყ­ვა­რუ­ლი ნე­ბის­მი­ერ ფა­სად გვერ­დით ყოფ­ნას ნიშ­ნავს, მაგ­რამ ხან­და­ხან ყვე­ლა­ზე დიდი სიყ­ვა­რუ­ლი სწო­რედ უკან და­ხე­ვაა. უნდა მის­ცე ადა­მი­ანს უფ­ლე­ბა, თა­ვად აგოს პა­სუ­ხი სა­კუ­თარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე. ჩვენ მხო­ლოდ ლოც­ვა შეგ­ვიძ­ლია, რომ ამ რთულ გზა­ზე შე­იც­ვა­ლონ და იქ­ცნენ იმად, რაც ღმერ­თს სურს".

ამ ფრა­ზამ ბევ­რს აფიქ­რე­ბი­ნა, რომ წყვი­ლის და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი ილი­ას რთუ­ლი ხა­სი­ა­თი ან კონ­კრე­ტუ­ლი მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი გახ­და, რა­საც ჯორ­ჯი­ნამ ვე­ღარ გა­უძ­ლო.

"ეს გულ­საკ­ლა­ვია“ - რას ფიქ­რობს ექს-მე­უღ­ლე თო­ფუ­რი­ას და­სა­ხიჩ­რე­ბა­ზემი­მო­წე­რა­ში გა­მომ­წე­რი არ ეშ­ვე­ბა მო­დელს: "ვწუხ­ვარ, მაგ­რამ ილია ასეთ ნა­ცემ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არას­დროს მი­ნა­ხავს“.*

ჯორ­ჯი­ნას პა­სუ­ხი­დან ჩანს, რომ წყე­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ყო­ფი­ლი ქმა­რი მა­ინც ეცო­დე­ბა:

განაგრძეთ კითხვა