რას წერს მამუკა ხაზარაძე გარდაცვლილ ბიზნესმენ თემურ უგულავაზე - "ბევრ სიკეთეს და ქველმოქმედებას აკეთებდა და ამის შესახებ არ საუბრობდა" - კვირის პალიტრა

რას წერს მამუკა ხაზარაძე გარდაცვლილ ბიზნესმენ თემურ უგულავაზე - "ბევრ სიკეთეს და ქველმოქმედებას აკეთებდა და ამის შესახებ არ საუბრობდა"

"ჩვენ გარშემო არიან ადამიანები, სამწუხაროდ, ერთეულები, რომლებიც არღვევენ არსებულ სტერეოტიპებსა და ჩარჩოებს, არ ემორჩილებიან დადგენილ თამაშის წესებს, ქმნიან ახალ რეალობას, ახალ სტილსა და გარემოს, რომელიც მათ გარშემო მყოფ ადამიანებს საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობას აძლევს", - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

"თემური ბევრ სიკეთეს და ქველმოქმედებას აკეთებდა და ამის შესახებ არ საუბრობდა - როგორც წესი.ეს ლიდერის თვისებაა. ეს ნამდვილი ენტერპრენორული აზროვნება და მოქმედებაა - ეს თავისუფლებაა ადამიანში.

ასეთი იყო თემურ უგულავა. მან ეს შეძლო და ძალიან წარმატებითაც. მისი უდროოდ გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის.ნათელში იყოს შენი სული, თემურ", - წერს ხაზარაძე.