"რამდენ ადამიანს დაეხმარა, ვინც ამ დაავადებას ებრძოდა...“ - მოგონებები თემურ უგულავაზე - კვირის პალიტრა

"რამდენ ადამიანს დაეხმარა, ვინც ამ დაავადებას ებრძოდა...“ - მოგონებები თემურ უგულავაზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, "აჭა­რა ჯგუ­ფის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თე­მურ უგუ­ლა­ვა გარ­და­იც­ვა­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიზ­ნეს­მე­ნი ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ფილ­ტვის სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და და მკურ­ნა­ლო­ბის კურსს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­დი­ო­და. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა უდი­დე­სი და­ნაკ­ლი­სია რო­გორც ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კი­სა და კულ­ტუ­რის­თვის, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რომ­ლის ცხოვ­რე­ბის სტი­ლი და სტან­დარ­ტე­ბი მის­მა შექ­მნილ­მა პრო­ექ­ტებ­მა სა­მუ­და­მოდ შეც­ვა­ლა.

თე­მურ უგუ­ლა­ვას სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში მას­პინ­ძლო­ბი­სა, ტუ­რიზ­მი­სა და აგ­რო­მე­წარ­მე­ო­ბის სფე­როს რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა. მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ­მა "აჭა­რა ჯგუფ­მა“ შექ­მნა ინო­ვა­ცი­უ­რი სივ­რცე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სი­სა და მთე­ლი ქვეყ­ნის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თად იქცა. ის იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ხედ­ვით სა­ქარ­თვე­ლო სრუ­ლი­ად ახალ დო­ნე­ზე აიყ­ვა­ნა. 2026 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბიზ­ნეს­მე­ნის ჯა­მუ­რი ქო­ნე­ბა 282,47 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენ­და

მარ­ცხნი­დან: თე­მურ უგუ­ლა­ვა და დუდუ და­დი­ა­ნი

ბიზ­ნეს­მე­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. გთა­ვა­ზობთ მათ პოს­ტებს უც­ვლე­ლად:

სერ­გი გვარ­ჯა­ლა­ძე, მუ­სი­კო­სი: "თე­მუ­რის ფოტო არ მაქვს სამ­წუ­ხა­როდ - არ უყ­ვარ­და ამ კაცს არც ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და არც ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის მი­ცე­მა. თემო 2002 წელს გა­ვი­ცა­ნი, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც და­ახ­ლო­ე­ბით 25-მდე "კო­მუ­ნი­კა­ტო­რე­ლი“ ოფი­სი­სა და პრო­ექ­ტე­ბის გა­რე­შე დავ­რჩით. გა­მოგ­ვი­წო­და ხელი. კლუ­ბის იდე­ა­ზე მი­ამ­ბო, რო­მე­ლიც იმ დროს თით­ქმის ფან­ტას­ტი­კად მეჩ­ვე­ნე­ბო­და. თუმ­ცა სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე თვე­ში "აჭა­რა მი­უ­ზიქჰო­ლის" სცე­ნა­ზე უკვე Soul To Soul იდგა, და­ნარ­ჩე­ნი კი ის­ტო­რი­აა.

2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი სირ­თუ­ლე, კრი­ზი­სი და გა­მოწ­ვე­ვა გა­ვი­ა­რეთ "მი­უ­ზიქ ჰოლ­ში", მაგ­რამ ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­შვი­დით, ღირ­სე­ბი­თა და ადა­მი­ა­ნუ­რი სი­კე­თით ახერ­ხებ­და პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. სწო­რედ ამი­ტომ არის მისი წას­ვლა ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის ასე­თი დიდი და­ნაკ­ლი­სი. ბევ­რმა და­კარ­გა ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი, სან­დო მხარ­დამ­ჭე­რი და ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­ზეც ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბო­და დაყ­რდნო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მეა ეს და­ნა­კარ­გი შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თა გვერ­დი­თაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იდგა. თე­მომ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს უამ­რა­ვი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი, პრო­ექ­ტი და მო­გო­ნე­ბა და­უ­ტო­ვა - ნამ­დვი­ლი მარ­გა­ლი­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მის სა­ხელს ყო­ველ­თვის შეგ­ვახ­სე­ნებს. მისი ცხოვ­რე­ბა კი დარ­ჩე­ბა მა­გა­ლი­თად იმი­სა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ჩუ­მად, ყო­ველ­გვა­რი მე­დია "კორ­დე­ბა­ლე­ტის" გა­რე­შე, აკე­თო კარ­გი საქ­მე, ერ­თგუ­ლად ემ­სა­ხუ­რო სა­კუ­თარ ქა­ლაქს, ქვე­ყა­ნას და ადა­მი­ა­ნებს".

გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, პრო­დი­უ­სე­რი:

"ამის და­წე­რა რომ რო­დის­მე მო­მი­წევ­და, არ მე­გო­ნა, ან რა დავ­წე­რო. იმ­დე­ნია რამე მაქვს სათ­ქმე­ლი, იმ­დე­ნად მად­ლი­ე­რი ვარ მისი და სამ­ყა­რო­სი რომ მას­თან ერ­თად მა­ტა­რა, ახლა უნა­რი არ მაქვს ამის გად­მო­ცე­მის".

ნინო და­რა­სე­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"თე­მურ უგუ­ლა­ვა მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა არას­დროს და­მიშ­ვია, არც არას­დროს წარ­მო­მედ­გი­ნა, მაგ­რამ ის კი მი­ფიქ­რია, რომ სა­ნამ ის იყო, არც ჩვენ მოვ­კვდე­ბო­დით და არც ქვე­ყა­ნა, იმი­ტომ რომ თე­მუ­რი გა­დაგ­ვარ­ჩენ­და. ამი­ე­რი­დან არ ვიცი რა იქ­ნე­ბა, ვიცი, რომ აღა­რა­ფე­რი იქ­ნე­ბა ისე რო­გორც აქამ­დე. მო­მა­ვა­ლი გა­მი­ბუნ­დო­ვან­და. მარ­თლა მგო­ნია რომ ჩვე­ნი მთა­ვა­რი პატ­რო­ნი და იმე­დი წა­ვი­და. ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე, დიდი ქარ­თვე­ლი. ჩემი, ჩვე­ნი ყვე­ლა­სი და ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ძმა­კა­ცი... ახლა არ ვიცი ვინ გა­დაგ­ვარ­ჩენს. რა­ღაც ძა­ლი­ან დიდი დას­რულ­და".

განაგრძეთ კითხვა