რატომ გადავიდა ალენ დელონის მთელი ქონება მოსამართლეების მიერ დანიშნული მეურვის ხელში?! - კვირის პალიტრა

რატომ გადავიდა ალენ დელონის მთელი ქონება მოსამართლეების მიერ დანიშნული მეურვის ხელში?!

ცნო­ბი­ლი ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი ალენ დე­ლო­ნი შვი­ლებ­თან და­ვის გამო გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი მე­ურ­ვე­ო­ბის ქვეშ აღ­მოჩ­ნდა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლომ ამ ცოტა ხნის წინ მი­ი­ღო და მსა­ხი­ობს სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბის მარ­თვაც აუკ­რძა­ლა. ამის შე­სა­ხებ Lefigaroწერს.

ახლა მსა­ხი­ო­ბის შე­მო­სა­ვა­ლი და ქო­ნე­ბა მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი მე­ურ­ვის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში გა­და­ვა. კონ­კრე­ტუ­ლად ვინ იქ­ნე­ბა მე­ურ­ვე, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია. ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის, რომ შე­სა­ბა­მი­სი აკ­რძალ­ვა შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს 5 წელი ან მეტი.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი არი­ან ვარ­სკვლა­ვის ად­ვო­კა­ტე­ბი.

"ასე­თი შე­ზღუდ­ვე­ბი­სა და იძუ­ლე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ვერ ვხე­დავთ. ვე­ლო­დე­ბით, გა­ა­სა­ჩივ­რებს თუ არა ბა­ტო­ნი დე­ლო­ნი", - აღ­ნიშ­ნეს ად­ვო­კა­ტებ­მა.

თა­ვად მსა­ხი­ობს ამ თე­მა­ზე ჯერ სა­ჯა­როდ არ უსა­უბ­რია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2024 წლის და­სა­წყის­ში ალენ დე­ლო­ნის ვაჟ­მა ენ­ტო­ნი დე­ლონ­მა სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და, რომ მსა­ხი­ო­ბი სიკ­ვდი­ლის პი­რას იყო. რის შემ­დე­გაც მსა­ხი­ობ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თავს კარ­გად გრძნობ­და და შვილს სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა, რად­გან და­ი­ღა­ლა მისი აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვით. ოჯა­ხუ­რი სკან­დალს მსოფ­ლიო მე­დია ადევ­ნებ­და თვალს.

წყარო