წვა, კვამლი და უხილავი ზიანი - რა უნდა იცოდეთ აღნიშნული პროცესების შესახებ? - კვირის პალიტრა

წვა, კვამლი და უხილავი ზიანი - რა უნდა იცოდეთ აღნიშნული პროცესების შესახებ?

კვამლისა და წვის პროცესისგან ადამიანისთვის მიყენებული ზიანის შესახებ ხშირად ქვეყნდება სამეცნიერო კვლევები, სადაც განხილულია, თუ რა ზიანს იწვევს წვის პროცესი ადამიანის ჯანმრთელობაზე.

კოცონი, დამწვარი ფოთლები, სიგარეტი - ხშირად ამ პროცესს ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვამთ და ყურადღებას მხოლოდ კვამლსა და სუნზე ვამახვილებთ. თუმცა, მთავარი პრობლემა ხშირად უხილავია.

შეიძლება იწვოდეს განსხვავებული პროდუქტები, თუმცა შედეგი და პროცესი ერთი იყოს

კერძოდ, მნიშვნელობა არ აქვს რა იწვის - ფოთოლი, შეშა თუ სიგარეტი - თითოეულის შემთხვევაში სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერება და მყარი ნაწილაკები გამოიყოფა, მათ შორის მხუთავი აირი (CO), აზოტის ოქსიდები, პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები, მცირე ზომის ნაწილაკები - PM2.5 და PM1 და ჭვარტლი.

ეს მიკროსკოპული ნაწილაკები ჰაერში ხანგრძლივად რჩება, აღწევს ფილტვებში და ორგანიზმში ხვდება. ამიტომაც, რასაც ხშირად უბრალოდ „კვამლის სუნად“ აღვიქვამთ, რეალურად, უხილავი დაბინძურებაა.

FDA-ის (აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია) წვის რისკებთან დაკავშირებით:

სიგარეტის შემთხვევაში, ხშირად მთავარ გამოწვევად ნიკოტინს ასახელებენ, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტო (FDA) განმარტავს, მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევი მთავარი მიზეზი, არის წვის დროს გამოყოფილი ათასობით მავნე ქიმიური ნივთიერება (მათ შორის კანცეროგენური ნივთიერებები, მხუთავი აირი (CO)), ამასთან, ნიკოტინი, რომელიც თამბაქოს შემადგენელი ნაწილია, არის ნივთიერება, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას და შესაბამისად არ არის უსაფრთხო.

wva-1782197289.jpg

* ნიკოტინი, რომელიც თამბაქოს შემადგენელი ნაწილია, არის ნივთიერება, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას და შესაბამისად არ არის უსაფრთხო.

სამეცნიერო კვლევები ნიკოტინის პროდუქტების შესახებ:

თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი არცერთი პროდუქტი არ არის უსაფრთხო. ამასთან, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ნიკოტინისა და თამბაქოს შემცველი პროდუქტები განსხვავებულ რისკს შეიცავს. მათ შორის მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი, სწორედ წვის პროცესია.

როგორც FDA აღნიშნავს, ტრადიციული სიგარეტი თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტებს შორის ყველაზე მაღალი რისკის მქონედ მიიჩნევა, რადგან მისი მოხმარება წვის პროცესის შედეგად ხდება. ამ დროს კი წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ტოქსიკური ნივთიერება.

wva2-1782197301.jpg

* ნიკოტინი, რომელიც თამბაქოს შემადგენელი ნაწილია, არის ნივთიერება, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას და შესაბამისად არ არის უსაფრთხო.

FDA-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ არსებობს ისეთი პროდუქტებიც (ე.წ. უკვამლო პროდუქტები), რომლებშიც წვა არ მიმდინარეობს. ასეთი პროდუქტების შემთხვევაში, წარმოქმნილი ტოქსიკური ნივთიერებების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ეს პროდუქტები არ არის უსაფრთხო, რადგან ისინი შეიცავს ნიკოტინს, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, დამოკიდებულებას იწვევს.

wva3-1782197326.jpg

* ნიკოტინი, რომელიც თამბაქოს შემადგენელი ნაწილია, არის ნივთიერება, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას და შესაბამისად არ არის უსაფრთხო.