19 წლის სტუდენტი გაზის აფეთქებას ემსხვერპლა - საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს მკვიდრი, 19 წლის ლამია ალახვერდიევა საკუთარ სახლში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. 24News.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა სამზარეულოში გაზის გაჟონვის შედეგად გამოწვეული აფეთქების დროს მოხდა.
აფეთქების შედეგად ახალგაზრდა გოგომ მძიმე დამწვრობა მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის 12 დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ ლამია ალახვერდიევა თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის „ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამის“ სტუდენტი იყო.