“სუპერ“ ელ-ნინიო მოდის: მეცნიერები კატასტროფული სიცხისა და შტორმების შესახებ გვაფრთხილებენ - კვირის პალიტრა

“სუპერ“ ელ-ნინიო მოდის: მეცნიერები კატასტროფული სიცხისა და შტორმების შესახებ გვაფრთხილებენ

წყნარ ოკე­ა­ნე­ში სა­ში­ში მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა და­ი­წყო, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ წელს შე­საძ­ლოა ე.წ. “სუ­პერ“ ელ-ნი­ნი­ოს მომსწრე­ნი გავ­ხდეთ, რაც რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლის ამინდს მთელ პლა­ნე­ტა­ზე.

რა არის ელ-ნი­ნიო და რა­ტომ არის ის სა­ში­ში?

ელ-ნი­ნიო ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, რო­მე­ლიც წყნა­რი ოკე­ა­ნის ზე­და­პი­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბით (ნორ­მა­ზე მი­ნი­მუმ 0.5 გრა­დუ­სით მეტი) ხა­სი­ათ­დე­ბა და ჩვე­უ­ლებ­რივ 2-დან 7 წე­ლი­წად­ში ერთხელ მე­ორ­დე­ბა. მეც­ნი­ერ­თა პროგ­ნო­ზით, არ­სე­ბობს 63%-იანი შან­სი, რომ წელს ტემ­პე­რა­ტუ­რამ ნორ­მას 2 გრა­დუ­სით გა­და­ა­ჭარ­ბოს, რაც მას “სუ­პერ“ ელ-ნი­ნი­ოს სტა­ტუსს მი­ა­ნი­ჭებს.

ბოლო ასე­თი მას­შტა­ბუ­რი მოვ­ლე­ნა 2015-2016 წლებ­ში და­ფიქ­სირ­და, რა­მაც გლო­ბა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის რე­კორ­დუ­ლი მა­ტე­ბა და კა­რი­ბის ზღვის აუზ­ში ბოლო 500 წლის მან­ძილ­ზე უძ­ლი­ე­რე­სი გვალ­ვა გა­მო­იწ­ვია.

el-nino3-78207-1782221932.jpg

ელ-ნი­ნიო ამინდს გლო­ბა­ლუ­რად თავ­და­ყი­რა აყე­ნებს. ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში ქა­რიშ­ხლე­ბის სე­ზო­ნი შე­საძ­ლოა უფრო მშვი­დი იყოს, რად­გან ქა­რე­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბა ხელს უშ­ლის შტორ­მე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. თუმ­ცა, წყნარ ოკე­ა­ნე­ში, პი­რი­ქით, ქა­რიშ­ხლე­ბის აქ­ტი­ვო­ბის ზრდას ელი­ან, რაც საფრ­თხეს უქ­მნის მექ­სი­კა­სა და ჰა­ვა­ის.

ამე­რი­კის სამ­ხრეთ შტა­ტებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია უხვნა­ლე­ქი­ა­ნი შე­მოდ­გო­მა და ზამ­თა­რი. მეც­ნი­ე­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ “ატ­მოს­ფე­რულ მდი­ნა­რე­ებ­ზე“ - ცაში არ­სე­ბულ უხი­ლავ წყლის ორ­თქლის გი­გან­ტურ ზო­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ხმე­ლეთ­ზე მოხ­ვედ­რი­სას ძლი­ერ წვი­მებ­სა და წყალ­დი­დო­ბებს იწ­ვევს.

გვალ­ვა, ტყის ხან­ძრე­ბი და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი სა­ნამ სამ­ხრე­თი იტ­ბო­რე­ბა, ჩრდი­ლო­ეთ შტა­ტებ­სა და კა­ნა­და­ში რე­კორ­დულ სი­ცხე­სა და გვალ­ვას ელი­ან. თოვ­ლის ად­რე­უ­ლი დნო­ბა და მშრა­ლი ნი­ა­და­გი მო­მა­ვალ ზა­ფხულს ტყის მას­შტა­ბუ­რი ხან­ძრე­ბის რისკს ზრდის.

გარ­და ამინ­დი­სა, ელ-ნი­ნიო ჯან­მრთე­ლო­ბის­თვი­საც სა­ში­შია. ტე­ნი­ა­ნო­ბი­სა და სი­ცხის მა­ტე­ბა ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებს ქმნის კო­ღო­ე­ბი­სა და სხვა მავ­ნებ­ლე­ბის გამ­რავ­ლე­ბის­თვის. 2015-2016 წლე­ბის “სუ­პერ“ ელ-ნი­ნი­ოს დროს მკვეთ­რად იმა­ტა და­სავ­ლეთ ნი­ლო­სის ვირუ­სი­სა და ჰან­ტა­ვირუ­სის აფეთ­ქე­ბებ­მა.

განაგრძეთ კითხვა