"თემურ უგულავამ დასკვნით მონოლოგად მავანს უთხრა, რომ მნიშვნელოვანი არა სიცოცხლის ხანგრძლივობა, არამედ მისი ხარისხია..." - რას წერს გია ხუხაშვილი? - კვირის პალიტრა

"თემურ უგულავამ დასკვნით მონოლოგად მავანს უთხრა, რომ მნიშვნელოვანი არა სიცოცხლის ხანგრძლივობა, არამედ მისი ხარისხია..." - რას წერს გია ხუხაშვილი?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, "აჭა­რა ჯგუ­ფის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თე­მურ უგუ­ლა­ვა გარ­და­იც­ვა­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიზ­ნეს­მე­ნი ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ფილ­ტვის სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და და მკურ­ნა­ლო­ბის კურსს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­დი­ო­და. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა უდი­დე­სი და­ნაკ­ლი­სია რო­გორც ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კი­სა და კულ­ტუ­რის­თვის, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რომ­ლის ცხოვ­რე­ბის სტი­ლი და სტან­დარ­ტე­ბი მის­მა შექ­მნილ­მა პრო­ექ­ტებ­მა სა­მუ­და­მოდ შეც­ვა­ლა.

თე­მურ უგუ­ლა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"მისი ცხოვ­რე­ბის პი­ე­სა­ში ფარ­დის დაშ­ვე­ბამ­დე, თე­მურ უგუ­ლა­ვამ დას­კვნით მო­ნო­ლო­გად მა­ვანს უთხრა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა, არა­მედ მისი ხა­რის­ხია, არა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სიმ­დიდ­რე, არა­მედ მო­რა­ლუ­რი კა­პი­ტა­ლია".