რა თქვა მარიამ მეყანწიშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, მას 4 ოქტომბრის საქმეზე 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
სიმართლე გითხრათ, [ამ განაჩენს] არ ველოდი. მომზადებული მოვედი, ძალიან კომფორტულად ჩავიცვი, ყველანაირი განაჩენისთვის მზად ვიყავი, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულმა მარიამ მეყანწიშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ის ფაქტი, რომ მოსამართლემ მას თავისუფლების აღკვეთა არ მიუსაჯა და ჯარიმა გამოიყენა, ხალხის დამსახურებაა.
„ის, რა შედეგიც დადგა, გამამტყუნებელი განაჩენია და ვერ გეტყვით, რომ ძალიან მიხარია, მაგრამ მიხარია, რომ ჩემს თანამებრძოლებთან ერთად შევძლებ ბრძოლის გაგრძელებას კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით და კიდევ უფრო მეტი უკომპრომისობით დავამარცხებთ „რუსულ რეჟიმს“.
ნანა, აბო, გამაგრდით, ძალიან ღირსეული ადამიანები ხართ, არც ერთმა არ აღიარა, რაც არ ჩაუდენია. თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან და გპირდებით, რომ ძალიან მალე დასრულდება ის უსამართლობა, და მოცემულობა, რაშიც ახლა გვიწევს ყოფნა....
ვაპირებ საღამოს რუსთაველის გამზირზე მისვლას და ძალიან დიდი მადლობის გადახდას. ამ ადამიანების სოლიდარობის დამსახურებაა ჩემი არასაპატიმრო სასჯელი. არ ველოდი სიმართლე გითხრათ, მომზადებული მოვედი, ძალიან კომფორტულად ჩავიცვი, ყველანაირი განაჩენისთვის მზად ვიყავი. ეს ჯარიმა ხალხის ძალის და ერთობის დამსახურებაა და არავითარ შემთხვევაში კანონის ლოიალობის, კანონი რეპრესიული და კონსტიტუციური ჩარჩოდანაა გასული.
განაჩენის გამოცხადებას ეზოში ველოდებოდი, რადგან ჩემი შვილი მენახა და მეგობრებთან ერთად გამეტარებინა თავისუფლების ბოლო წუთები",- განაცხადა მეყანწიშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"