რა ქონებას ფლობს კობა ნაყოფია
ბინები ესპანეთსა და რუსეთში, საბანკო ანგარიშები უკრაინაში და ძვირადღირებული ფერწერული ტილოები, - ეს არის მცირე ჩამონათვალი საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის კობა ნაყოფიას ქონებრივი დეკლარაციიდან.
ცნობისთვის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრს კობა ნაყოფიას სადეპუტატო უფლებამოსილება 2025 წლის თებერვალში შეუწყდა.
ბოლო ქონებრივი დეკლარაცია ყოფილ დეპუტატს 2026 წლის 22 აპრილს აქვს წარდგენილი.
დოკუმენტის თანახმად, კობა ნაყოფია ფლობს ორ ბინას თბილისში, რომლებიც 2007 და 2013 წლებში აქვს შეძენილი, შესაბამისად, 150 ათას და 500 ათას დოლარად. ამავე მისამართზე მის სახელზეა რეგისტრირებული ასევე ორი ავტოფარეხი.
გარდა დედაქალაქისა, კობა ნაყოფიას საკუთრებაშია ასევე საქართველოში, გალის რაიონში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, რომლებიც მემკვიდრეობით აქვს მიღებული.
პარლამენტის ყოფილი წევრი უძრავ ქონებას ფლობს ასევე საზღვარგარეთაც. კერძოდ, მის საკუთრებაშია ბინა მოსკოვში, რომელიც მან 1995 წელს 56 000 დოლარად აქვს შეძენილი. ნაყოფიას ეკუთვნის ესპანეთში, კანარის კუნძულებზე მდებარე ბინის 50%-იანი წილიც. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, უძრავი ქონება 1995 წელს 50 000 დოლარად არის შეძენილი და მისი თანამფლობელია - ელგა სოფია.
რაც შეეხება არაუძრავ ქონებას, კობა ნაყოფია ფლობს ორ მსუბუქ ავტომობილს. ესენია: Toyota LC300, რომელიც 2021 წელს 289 713 ლარა