„ჩვენ ხომ კა­ცე­ბი ვართ, მოდი, გა­და­ვარ­ჩი­ნოთ!“ - 8 წლის ხიზირ დერბიჩევის გმირობა და ტრაგედია - ბიჭი, რომელსაც მთელ კავკასიასთან ერთად, ქართველებიც ეძებდნენ - კვირის პალიტრა

„ჩვენ ხომ კა­ცე­ბი ვართ, მოდი, გა­და­ვარ­ჩი­ნოთ!“ - 8 წლის ხიზირ დერბიჩევის გმირობა და ტრაგედია - ბიჭი, რომელსაც მთელ კავკასიასთან ერთად, ქართველებიც ეძებდნენ

რამდენიმე დღის წინ საზოგადოება შეძრა სოციალურ ქსელში გავრცელებულმა კადრებმა, სადაც უამრავი ადამიანი ერთადაა მდინარეში ჩასული და პატარა ბიჭს ეძებს... ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ინგუშეთში 8 წლის ხიზირ დერბიჩევი მდინარესთან ორ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. ერთ-ერთ ბიჭუნას - ადამს მოულოდნელად ფეხი დაუცურდა და ადიდებულ მდინარეში ჩავარდა. ადამმა ტოტზე ჩაჭიდება შეძლო. მეგობრის საშველად მდინარეში 8 წლის ხიზირი გადახტა. მესამე ბიჭი - მუჰამედი დახმარების საძებნელად გაიქცა, გზად ოჯახი შეხვდა, რომელიც სამსახურში მიდიოდა, სწორედ მათ ამოიყვანეს ადამი მდინარიდან, რომელიც ხის ფესვს მოსჭიდებოდა. ხიზირი კი მდინარის დინებამ წაიღო.

8 წლის ბიჭუნამ გადახტომისას მეგობარს უთხრა: „ჩვენ ხომ კა­ცე­ბი ვართ, მოდი გა­და­ვარ­ჩი­ნოთ!“ და ადამის დასახმარებლად ადიდებულ მდინარეში უყოყმანოდ გადახტა.

347818122733083-1782301777.jpeg

ხიზირის გმირულმა საქციელმა გააერთიანა არა მხოლოდ ინგუშეთი, არამედ მთელი კავკასია. ბიჭის საძებნელად ასობით ადამიანი შეიკრიბა.

მასშტაბურ სამძებრო ოპერაციაში, რომელიც მდინარე სუნჟაში მიმდინარეობდა, დაახლოებით, 20 ათასი ადამიანი ჩაერთო. მოხალისეები ყინულივით ცივ მდინარეში შევიდნენ, ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და გმირ ბიჭუნას, რომელსაც 20 ივნისს, ძებნისას შეუსრულდა 8 წელი, ნაბიჯ-ნაბიჯ ეძებდნენ. სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­მა და სა­გან­გე­ბო სამ­სა­ხუ­რებ­მა მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი რამ­დე­ნი­მე სექ­ტო­რად დაყ­ვეს - ქა­ლაქ კარა­ბუ­ლა­კის ხი­დი­დან ჩეჩნეთის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვრამ­დე.

805x603-0xeku4ikqt-1955206761398666787-1782301777.jpg

ყველას თავისი წვლილი შეჰქონდა სამძებრო ოპერაციაში, ზოგიერთი მას მდინარეში ეძებდა, ვისაც წყალში შესვლა არ შეეძლო, მოხალისეებს საკვებითა და აუცილებელი ნივთებით ამარაგებდა.

22 ივ­ნისს მო­ხა­ლი­სე­ებ­მა ხიზირის ცხე­და­რი ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლი­დან 10 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით იპო­ვეს.

1n6xsfabllhxb2uq3bacjxkbf5bz912lc4sv3ysv-1782301776.jpg

"არ ვი­ცით, რო­გორ გავაგრძელოთ ცხოვ­რე­ბა, მაგრამ ვი­ცით, რომ ჩვე­ნი შვი­ლი სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა ხალ­ხის გუ­ლებ­ში“, - თქვა ხიზირის დედამ, მადინამ.

მედიის ცნობით, ხიზირის ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობს. ბავშვის მამა 31 წლის ხასან დერბიჩევი, რომელიც თავად მონაწილეობდა ვაჟის ძებნის ოპერაციაში და ბოლო წუთამდე იმედს არ კარგავდა, დაცვის თანამშრომელია.

ხასანი 8 დღის განმავლობაში ერთხელაც არ გაჩერებულა, დღე და ღამე დაუღალავად ეძებდა შვილს და თან ლოცულობდა, რომ ბავშვი ცოცხალი ეპოვა.

ხიზირის დედა სკოლაში ექთნად მუშაობს. როგორც ოჯახის ახლობელმა უცხოურ მედიას უამბო, მადინა თავად ობოლია, ის შილებთან ერთად უმცროს და-ძმასაც ზრდის. „ახლა ის მესამე შვილს ელოდება და შეუძლებელია იმის წარმოდგენა, როგორ განიცდის უფროსი ვაჟის გარდაცვალებას“ - ამბობს ოჯახის ახლობელი.

იმ საბედისწერო დღეს დედამ ხიზირს დაავალა მამის მეთვალყურეობის ქვეშ, უმცროს ძმასთან ერთად სახლში ეთამაშა. ხიზირი კი ორ მეგობართან ერთად მდინარე სუნჟის პირას აღმოჩნდა...

1357x1018-0x0wa4o6wj-0829377719764297115-1782301777.jpg

23 ივნისი ალბათ არასდროს დაავიწყდება კავკასიის, და არა მარტო კავკასიის მოსახლეობას, ყველას, ვინც ერთხელ მაინც მოჰკრა თვალი გმირი ბავშვის დაკრძალვის ცერემონიას.

პატარა ხიზირს, რომელმაც თავგანწირვითა და გმირობით გამოიჩინა თავი, ათასობით ადამიანი გამოემშვიდობა. ხიზი­რის სა­სახ­ლე მა­მა­კა­ცებ­მა ფე­ხით ა­ა­ტა­რეს მთე­ლი სო­ფე­ლი სა­საფ­ლა­ომ­დე. დაკ­რძალ­ვა­ზე შე­იკ­რიბ­ნენ სამ­ხედ­რო­ე­ბი, მაშ­ვე­ლე­ბი და უხუ­ცე­სე­ბი. ხალ­ხი იმ­დე­ნად ბევ­რი იყო, რომ სა­საფ­ლა­ო­ზე ფი­ზი­კუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი აღარ დარ­ჩა.

პატარა ხიზირის დაკრძალვაზე საქართველოდანაც ჩავიდნენ. მოქალაქეებმა ხიზირის ოჯახსა და ინგუშებს სამძიმარი გამოუცხადეს.

"რით განსხვავდება ეს ამბავი ყველა შემთხვევისგან? როცა ადამიანი გარდაიცვლება, იმას მაშინვე ვკრძალავთ. ახლა კი როცა დღეები გადის, ოჯახის დასახმარებლად ადგნენ ახლობლები, მეზობლები, სოფელი და შემდეგ მთელი ერი და ოჯახი გასაჭირში მარტო არ დატოვეს. ამ შემთხვევაში კი ცივ წყალში არა მხოლოდ ჩვენი ერი, არამედ მეზობლები - ჩეჩნები, დაღესტნელები, ქართველები და სხვები, მოდიოდნენ ბავშვის საძებნელად, რათა ის მიწისთვიდ მიგვებარებია.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა თბილისში თქვენთან ტრაგიკული ამბები მოხდა, მაშინ ჩვენს დელეგაციას ვხელმძღვანელობდი და მეორმოცე დღეს ჩავედით, თქვენი გარდაცვლილი კათალიკოსიც ვნახეთ, მიიღეთ ჩემი სამძიმარი. ის ძალიან ბრძენი ადამიანი იყო", - უთხრა ერთ-ერთმა ინგუშმა უხუცესმა საქართველოდან ჩასულებს.

screenshot-2026-06-25-104108-1782369745.png

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვეტილე­ბით კი, ხი­ზი­რის დაბა­დე­ბის დღე, 20 ივ­ნი­სი, ამი­ე­რი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად აღი­ნიშ­ნე­ბა, რო­გორც გმი­რო­ბის დღე.