ქართველები ინგუშეთში ჩავიდნენ, მეგობრის გადასარჩენად დაღუპული 8 წლის გმირის, ხიზირ დერბიჩევის ოჯახისთვის სამძიმრის სათქმელად - კადრები სოციალური ქსელიდან - კვირის პალიტრა

ქართველები ინგუშეთში ჩავიდნენ, მეგობრის გადასარჩენად დაღუპული 8 წლის გმირის, ხიზირ დერბიჩევის ოჯახისთვის სამძიმრის სათქმელად - კადრები სოციალური ქსელიდან

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომ ქართველები ინგუშეთში ჩავიდნენ, მეგობრის გადასარჩენად დაღუპული 8 წლის ინგუში გმირის, ხიზირ დერბიჩევის ოჯახისთვის სამძიმრის სათქმელად.

ინფორმაციისთვის, 8 წლის ხიზირ დერბიჩევი მდინარე სუნჟაში ჩავარდნილი მეგობრის გადასარჩენად თავად შევიდა წყალში.

ბავშვს რვა დღეზე მეტხანს ეძებდნენ.

სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობდნენ მაშველები, მოხალისეები და ადგილობრივი მცხოვრებლები. დახმარებას ასევე უწევდნენ მოხალისეები ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან და ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან.

ცნობისთვის, ტრაგედია 2026 წლის 15 ივნისს, ნაზრანის რაიონის სოფელ იანდარეში მოხდა.

ხიზირ დერბიჩევი ორ მეგობართან ერთად მდინარის სანაპიროზე იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთი ბიჭი ძლიერი დინების გამო წყალში ჩავარდა და ტოტს ჩაეჭიდა.

რვა წლის ხიზირმა არც ერთი წამი არ დააყოვნა და უფროსების მოსვლას არ დაელოდა - მეგობრის გადასარჩენად ადიდებულ მდინარეში შევიდა.

მან მოახერხა მეგობრის დახმარება და მისი გადარჩენა, რომელიც მოგვიანებით უფროსებმა ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს, თუმცა თავად ხიზირი ძლიერმა დინებამ გაიტაცა.