ძლიერი მიწისძვრა ვენესუელაში: მსხვერპლი და ათობით ჩამონგრეული შენობა - კვირის პალიტრა

ძლიერი მიწისძვრა ვენესუელაში: მსხვერპლი და ათობით ჩამონგრეული შენობა

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა და 700-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ დელსი როდრიგესზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ათობით შენობა ჩამოინგრა და ამჟამად ძალიან ინტენსიურ სამაშველო სამუშაოებს ვახორციელებთ, რათა რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ“, - განაცხადა როდრიგესმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ცნობები არ არის კარაკასის მახლობლად მდებარე ლა-გუაირას შტატის შესახებ, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა.

„ეს ნამდვილი ტრაგედიაა. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს“, - აღნიშნა ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, შესაძლოა, ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10000 ადამიანზე მეტი იყოს.

"ინტერპრესნიუსი"