რუსი მილიარდერი, "ტელეგრამის" დამფუძნებელი პაველ დუროვი თბილისში იმყოფება?! - რას წერს რომან გოცირიძე - კვირის პალიტრა

რუსი მილიარდერი, "ტელეგრამის" დამფუძნებელი პაველ დუროვი თბილისში იმყოფება?! - რას წერს რომან გოცირიძე

"რუსული ტელეგრამარხი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსი მილიარდერი, "ტელეგრამის" დამფუძნებელი პაველ დუროვი თბილისში შეამჩნიეს", - ამის შესახებ რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

" თუ ეს ნამდვილად ასეა, აქ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. ივანიშვილის ნებართვის გარეშე რომ ვერ შემოვიდოდა, ფაქტია.

დუროვზე დღემდე გრძელდება სამართლებრივი დევნა საფრანგეთში. პატიმრობიდან კი გაათავისუფლეს, მაგრამ ქვეყნის დატოვება მხოლოდ დროებით შეუძლია სპეციალური ნებართვის საფუძველზე.

დუბაიში რომ შევიდეს, სადაც ცხოვრობს, იქაც ნებართვა სჭირდება. ვნახოთ, რა მოხდება. ეს კაცი რომ რუსეთის ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული, კარგადაა ცნობილი", - წერს გოცირიძე.