“ყოფილა პერიოდი, 4 თვე მეტროში მიცხოვრია" - რას გვიყვება ის 11-წლიან ემიგრაციაზე, ცეკვისა და ბავშვების სიყვარულზე ქორეოგრაფი, რომლის სახალისო რეპეტიციები ინტერნეტჰიტად იქცა - კვირის პალიტრა

“ყოფილა პერიოდი, 4 თვე მეტროში მიცხოვრია" - რას გვიყვება ის 11-წლიან ემიგრაციაზე, ცეკვისა და ბავშვების სიყვარულზე ქორეოგრაფი, რომლის სახალისო რეპეტიციები ინტერნეტჰიტად იქცა

"მე ვარ გოჩა კუ­ტი­ვა­ძე, 45 წლის, ყო­ფი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე და მოქ­მე­დი ქო­რე­ოგ­რა­ფი. ვცხოვ­რობ ქუ­თა­ის­ში, მყავს მე­უღ­ლე - იაკო ლა­ღა­ძე და 8 წლის ულა­მა­ზე­სი ქა­ლიშ­ვი­ლი - სე­სი­ლი. მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ვხელ­მძღვა­ნე­ლობ ქუ­თა­ის-გა­ე­ნა­თის ეპარ­ქი­ას­თან არ­სე­ბულ ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის სტუ­დია "ამ­ბი­ონს“, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის, შრო­მი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია,“ - გვე­უბ­ნე­ბა რეს­პონ­დენ­ტი, რომ­ლის ვი­დე­ო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

gocha34-40160-1782376579.jpg

- ცეკ­ვა ჩემი ცხოვ­რე­ბის გზად 6 წლის ასა­კი­დან იქცა. პირ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო გოჩა არ­სე­ნი­ძე, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის სა­ფუძ­ვლე­ბი და მისი ან­ბა­ნი მას­წავ­ლა. შემ­დგო­მი პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა ქუ­თა­ი­სის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლში მი­ვი­ღე, სა­დაც არა მხო­ლოდ მო­ცეკ­ვა­ვედ, არა­მედ პი­როვ­ნუ­ლა­დაც ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლი­ე­რე­ბით ვიხ­სე­ნებ ჩემს მას­წავ­ლე­ბელს, ლე­გენ­და­რულ ქო­რე­ოგ­რაფ და­ვით აბუ­ლა­ძეს. სწო­რედ მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შე­ვი­ძი­ნე ის ცოდ­ნა, გა­მოც­დი­ლე­ბა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც დღემ­დე ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი საყ­რდე­ნია. მან დიდი როლი ითა­მა­შა ჩემს პრო­ფე­სი­ულ და ადა­მი­ა­ნურ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

- სტუ­დია "ამ­ბი­ო­ნი“ კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის და­არ­სდა?

- "ამ­ბი­ო­ნი“ და­ა­არ­სა და სული ჩა­უდ­გა თა­ვი­სი საქ­მის უბად­ლო პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა, და­სავ­ლეთ­ში, კერ­ძოდ, ქუ­თა­ის­ში ყვე­ლას­თვის ცნო­ბილ­მა და საყ­ვა­რელ­მა ქალ­ბა­ტონ­მა მა­რი­ნა ტყაბ­ლა­ძემ. მისი თავ­და­დე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით შე­იქ­მნა სივ­რცე, რო­მე­ლიც დღე­საც ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის, ეროვ­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის აღ­ზრდის მნიშ­ვნე­ლო­ვან კე­რად რჩე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის წინ ქალ­ბა­ტონ­მა მა­რი­ნამ მე და ჩემს მე­უღ­ლეს, იაკო ლა­ღა­ძეს, სტუ­დი­ა­ში ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბად მუ­შა­ო­ბა გვან­დო, ხოლო ბოლო 5 წლის წინ სტუ­დი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ჩვენ ჩაგ­ვა­ბა­რა. ეს ჩვენ­თვის უდი­დე­სი ნდო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა და ამავდრო­უ­ლად დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. რის­თვი­საც მისი მად­ლი­ე­რე­ბი ვართ.

gocha244-40293-1782376601.jpg

"ამ­ბი­ო­ნი“ ეპარ­ქი­ას­თან არ­სე­ბუ­ლი სტუ­დი­აა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლი­ე­რე­ბით მინ­და აღ­ვნიშ­ნო სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ი­სა და სა­პატ­რი­არ­ქოს მხარ­და­ჭე­რა. მათი გვერ­დში დგო­მა ჩვენ­თვის დიდი ძალა და მო­ტი­ვა­ცი­აა. სწო­რედ ამ მხარ­და­ჭე­რის წყა­ლო­ბით ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ მრა­ვალ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, კულ­ტუ­რულ და საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბას, ვზრდით მო­მა­ვალ თა­ო­ბებს ეროვ­ნუ­ლი და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით. ვუ­ნერ­გავთ სამ­შობ­ლოს, ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და სარ­წმუ­ნო­ე­ბის სიყ­ვა­რულს. ჩვენ­თვის დიდი პა­ტი­ვია, რომ "ამ­ბი­ო­ნი“ ამ მი­სი­ის მო­ნა­წი­ლეა და ემ­სა­ხუ­რე­ბა ახალ­გაზ­რდე­ბის სუ­ლი­ერ და კულ­ტუ­რულ აღ­ზრდას. ჩემი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, მო­მა­ვალ თა­ო­ბებს არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა ვას­წავ­ლო, არა­მედ ის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი გა­დავ­ცე, რომ­ლებ­მაც თა­ვად ჩა­მო­მა­ყა­ლი­ბა - შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, პა­ტი­ვის­ცე­მა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი, ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი, უფ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი და ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის ერ­თგუ­ლე­ბა. მჯე­რა, რომ ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა მხო­ლოდ ხე­ლოვ­ნე­ბა არ არის - ის ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის, რწმე­ნი­სა და ეროვ­ნუ­ლი სუ­ლის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა.

განაგრძეთ კითხვა