საფრანგეთში ებოლას პირველი შემთხვევა დადასტურდა - ინფიცირებულია ექიმი
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში ებოლას პირველი დადასტურებული შემთხვევის შესახებ განაცხადა. ინფიცირებული ექიმია, რომელიც ცოტა ხნის წინ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჰუმანიტარული მისიიდან დაბრუნდა. ექიმი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მკურნალობას გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დაწყებულია ეპიდემიოლოგიური გამოძიება და მიმდინარეობს იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც შესაძლოა ინფიცირებულთან კონტაქტში იმყოფებოდნენ.კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ებოლას აფეთქების შესახებ მაისში განაცხადა, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ვირუსი ქვეყანაში ოფიციალურ განცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე უკვე ვრცელდებოდა. მიმდინარე ეპიდემიის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 260-ზე მეტი გარდაიცვალა.
ვირუსის შემთხვევები კონგოს მეზობელ უგანდაშიც დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულია 20 ადამიანი, ხოლო ორი პაციენტი გარდაიცვალა.
როგორც საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებენ, მოსახლეობისთვის საფრთხის დონე დაბალია და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსი, აღნიშნა, რომ მსოფლიოს დანარჩენი ნაწილისთვის რისკი მინიმალურია.