"ეს გზა სავ­სე იყო უამ­რა­ვი დაბ­რკო­ლე­ბით...“ - ანანო მღებრიშვილი სრული, $420 000-იანი დაფინანსებით აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელ Cornell University-ში ჩაირიცხა - კვირის პალიტრა

"ეს გზა სავ­სე იყო უამ­რა­ვი დაბ­რკო­ლე­ბით...“ - ანანო მღებრიშვილი სრული, $420 000-იანი დაფინანსებით აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელ Cornell University-ში ჩაირიცხა

ანა­ნო მღებ­რიშ­ვი­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ, Ivy League-ის წევრ სას­წავ­ლე­ბელ Cornell University-ში ჩა­ი­რი­ცხა.

გო­გო­ნამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის­გან სრუ­ლი, $420 000-იანი და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­პო­ვა და ის სწავ­ლას Statistical Science-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით აგ­რძე­ლებს.

ანა­ნო ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის N199 სა­ჯა­რო სკო­ლის ოქ­როს­მე­და­ლო­სა­ნი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია.

"ეს გზა სავ­სე იყო უამ­რა­ვი დაბ­რკო­ლე­ბით, თუმ­ცა მე­გობ­რე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის, ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და სხვა ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის მხარ­და­ჭე­რით, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლი იყო ამ პრო­ცეს­ში, შევ­ძე­ლი, რომ ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა ამე­რი­კის Ivy League-ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უდი­დე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ამ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში…" - წერს ანა­ნო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

წყარო