"უკანონოდ მოიპოვა ყოფილი მეუღლის ინტიმური შინაარსის ფოტოები და მისი ოჯახის წევრთან გაავრცელა" - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?! - კვირის პალიტრა

"უკანონოდ მოიპოვა ყოფილი მეუღლის ინტიმური შინაარსის ფოტოები და მისი ოჯახის წევრთან გაავრცელა" - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?!

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ვიდეოზარით საუბრისას უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მისი ყოფილი მეუღლის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები, რაც შემდგომ დაზარალებულის ოჯახის წევრთან გაავრცელა.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"