“დაუჯერებელი ემოციის, ენერგიის, სილამაზის... არაფერს არ ჰგავს“ - რას ამბობს ბაია დვალიშვილი ნიუ-იორკიდან
ნიუ-იორკის ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული სივრცე - ჯერალდ ლინჩის სახელობის თეატრი - ორი საღამოს განმავლობაში საქართველოს სამეფო უბნის თეატრის მსახიობებს უმასპინძლებს. 26 და 28 ივნისს ბაია დვალიშვილი, ნინო კასრაძე და ნატა მურვანიძე მაყურებლის წინაშე ჟან ჟენეს ცნობილი პიესის, „მოახლეების“, დადგმით წარდგებიან. სპექტაკლის რეჟისორია ნიკა თავაძე, ხოლო პროექტი Emolas Corporation-ისა და საქართველოს ბანკის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა.

ამერიკაში ჩასული ბაია დვალიშვილი ნიუ-იორკის პირველმა შთაბეჭდილებებმა განსაკუთრებულად აღაფრთოვანა. მსახიობის თქმით, ქალაქი წარმოუდგენელი ენერგიით, სილამაზითა და ემოციებით არის სავსე.
„ საოცარი შთაბეჭდილებაა ქალაქიდან, დაუჯერებელი ემოციის, ენერგიის, სილამაზის... არაფერს არ ჰგავს. დიდებულია და ამ დროს, შენია. რაღაცნაირად ხარ... არადა, პირველად ვარ!,“ - ამბობს ბაია დვალიშვილი.

“წარმოუდგენელია“ - წერს ბაია დვალიშვილი