ახალი პროდუქცია ვესტელისაგან - კვირის პალიტრა

ახალი პროდუქცია ვესტელისაგან

2012 წლის ნოემბერი - “ვესტელი” კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს ერთგულ მომხმარებელს. კომპანიამ საქართველოს ბაზარზე მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკის ხაზი შემოიტანა.

28 ნოემბრიდან მოყოლებული საქართველოს მოსახლეობას საშუალება აქვს თვალყური ადევნოს სხვადასხვა სატელევიზიო არხებზე პროდუქციის სარეკლამო რგოლს, რომელიც ცნობილი ქართველი მსახიობების მიერ არის გახმოვანებული.

ვიდეო რგოლში მოლაპარაკე პატარა რობოტებს საქართველოში პოპულარული მსახიობები თათული ედიშერაშვილი, გოგა ბარბაქაძე, თამუნა ნიკოლაძე და სხვები ახმოვანებენ. მოარშიყე და მზრუნველი ყავის აპარატი, შფოთიანი და მოუსვენარი ჩაიდანი, ფეთქებადი ტოსტერი და მოუთმენელი წვენსაწური არიან პატარა  ვესტრონები (რობოტუნები), რომლებსაც ამ კამპანიაში შეხვდებით.

მოკლე ინფორმაცია ვესტელის მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესახებ:

ვესტელმა პირველი წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ხაზი თურქეთში თითქმის 2 წლის წინ გამოუშვა. ამ ხაზის მთავარი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ ინოვაციური დიზაინის, ხარისხიანი, ადვილად გამოყენებადი პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად.

ვესტელი წარმოდგენილია პატარა „ვესტრონების“ სახით, რომლებიც განასახიერებენ წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას. თითოეულ ვესტრონს აქვს მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი განსაკუთრებულობული უნარი.

მშვენიერ პატარა რობოტებს შეუძლიათ იპოვნონ გზა თქვენი გულებისკენ, „სახლის გულიც ხომ სამზარეულოში ცემს“. ისინი გამოაცოცხლებენ თქვენს ცხოვრებას თავიანთი მოხერხებულობით.

უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით ვესტელი ქმნის სხვადასხვა კატეგორიის  პროდუქტებს, რათა თავის მომხმარებლებს ცხოვრება გაუმარტივოს.

ვესტელის წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა თქვენს განკარგულებაშია იმისათვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ.

R