7 დაავადება, რის გამოც 2025 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა - კვირის პალიტრა

7 დაავადება, რის გამოც 2025 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა

საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელი გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია საუბარი.

კერძოდ, "საქსტატის" მონაცემების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში 44 319 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 348 ერთეულით (0.8%) მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის შესაბამისად, გარდაცვლილთა 37.7% და 15.5%.

"გარდაცვლილთა რაოდენობის პროცენტული განაწილება გარდაცვალების მიზეზების ძირითადი კლასების მიხედვით განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის.

5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2025 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და სიმსივნეები," - ნათქვამია "საქსტატის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2025 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა გარდაცვალების ტოპ-7 მიზეზის მიხედვით, ასეთია:

განაგრძეთ კითხვა