დეპუტატების დაპირისპირება - რა ხდება პარლამენტში?
პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.
დაპირისპირება მოჰყვა, „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის გიორგი შარაშიძის გამოსვლას.
ამ დროისთვის პარლამენტის სხდომა შეწყვეტილია.