ვლადიმერ პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა - კვირის პალიტრა

ვლადიმერ პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ვალდაის რეზიდენციაში ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის შეხვედრა ვალდაიში პარასკევს საღამოს გაიმართა.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ მხარეები მოლაპარაკებების შემდეგ განცხადებებს არ გააკეთებდნენ.

ასევე, პესკოვის ცნობით, შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განხილვა იგეგმებოდა.

ცნობისთვის, პუტინსა და ლუკაშენკოს შორის შეხვედრა ბოლო დროს ბელარუსსა და უკრაინას შორის დაძაბულობის გაზრდის ფონზე გაიმართა. გააგრძელეთ კითხვა