"თითოეული ახალი დღე, როდესაც ელენე ხოშტარია არ არის სამოქალაქო კლინიკაში, შეგნებული დარტყმაა მის ჯანმრთელობაზე - სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც რეჟიმი ახორციელებს" - კვირის პალიტრა

"თითოეული ახალი დღე, როდესაც ელენე ხოშტარია არ არის სამოქალაქო კლინიკაში, შეგნებული დარტყმაა მის ჯანმრთელობაზე - სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც რეჟიმი ახორციელებს"

თითოეული ახალი დღე, რომელსაც ელენე ხოშტარია ატარებს კლინიკის გარეშე, შესაბამისი გამოკვლევების გარეშე, არის აბსოლუტურად შეგნებული ამბავი, რასაც აკეთებს “ოცნების” რეჟიმი ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ - ელენე უნდა იყოს გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში კვლევებისთვის და შემდგომი მკურნალობისთვის , - ამის შესახებ პარტია „დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა პატიმრობაში მყოფი „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

როგორც მან პარტიის სახელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, 2 დღის წინ, ელენე ხოშტარია მოინახულა რევმატოლოგმა, მისმა მკურნალმა ექიმმა, მაკა იოსელიანმა.

ლემონჯავას განმარტებით, ექიმმა ვერ მოახერხა ელენეს ჯეროვნად და სრულფასოვნად გასინჯვა, მისი აუტანელი ტკივილის გამო, რომელიც ჰქონდა ელენეს, თუმცა, გასინჯვა მაინც მოხერხდა, ექიმი გაეცნო მის სამედიცინო დოკუმენტაციას და მისი დასკვნით, ვითარება არის მძიმე და დაავადება პროგრესირებს.

„ასევე არსებობს ცენტრალური დაავადების გარდა დამატებითი ფაქტორები, რომლებიც საჭიროებს დამატებით კვლევას და ამ ყველაფრისთვის აუცილებელია ელენეს გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, რადგან ციხის პირობებში ამ ტიპის კომპლექსური გამოკვლევების, დიაგნოზის საბოლოო დადასტურებისა და შემდგომი მკურნალობის შესაძლებლობა არ არსებობს. გააგრძელეთ კითხვა