"მადლობელი ვარ იმ საუკეთესო 10 წლისთვის და ჩვენი ლუკასთვის" - რას წერს თემურ უგულავას შესახებ ყოფილი მეუღლე, ბაია დავითაია
ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალებამ საზოგადოებასა და ბიზნესწრეებში უდიდესი ტკივილი დატოვა. „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებლის წასვლას, რომელმაც ქართული ეკონომიკისა და კულტურული ცხოვრების სტანდარტები სამუდამოდ შეცვალა, სოციალურ ქსელში მისი ყოფილი მეუღლე, ბაია დავითაია ემოციური და ღრმა პოსტით გამოეხმაურა. 10-წლიანი თანაცხოვრებისა და საერთო შვილის, ლუკას მამის ხსოვნას ბაიამ სოციალურ ქსელში გულწრფელი გამოსამშვიდობებელი სიტყვები მიუძღვნა
ბაია დავითაიას გამოსამშვიდობებელი წერილი:
თუ რომელიმე ქალაქს შეიძლება თემურის შინაგანი სამყარო შევადარო, ეს ნიუ-იორკია მუდმივ მოძრაობაში,თავისუფალი,მრავალფეროვანი, გაბედული, მომავლისკენ მიმართული.
სწორედ ამიტომ უყვარდა ის.
არა მხოლოდ როგორც ქალაქი, არამედ როგორც იდეა - უსაზღვრო შესაძლებლობებისა და თავისუფალი აზროვნების.
რა დასანანია, რომ სწორედ ამ ქალაქში დაგემშვიდობეთ. გააგრძელეთ კითხვა