“ძალადობრივი მოქმედების ტრენდს ხელისუფლება ამკვიდრებს... ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია” - გია ხუხაშვილის ანალიზი
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.
- ბატონო გია, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტს მთავრობის მუშაობის წლიური ანგარიში წარუდგინა. ბევრი ეკონომიკური პარამეტრი დაასახელა პრემიერმა და ამ ანგარიშზე გვინდოდა თქვენთან საუბარი.
ვიდრე ამ თემებზე ვიმსჯელებდეთ, გვერდს ვერ ავუვლით პარლამენტში დეპუტატებს შორის ჩხუბის თემას. პარლამენტში ბევრი ჩხუბი გვინახავს, მაგრამ, არასდროს გვინახავს რომ ჩხუბში მონაწილეობას იღებდნენ სახელოვანი და მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონები.
წინა პარლამენტშიც იყვნენ სპორტსმენი დეპუტატები, მაგრამ, ისინი ძირითადად დაპირისპირებულების გაშველებით იყვნენ დაკავებული. ამჯერად, სამწუხაროდ, ასე არ იყო. პარლამენტში მომხდარ გაწევ-გამოწევას როგორ შეაფასებდით? ?
- რაც გუშინ ვიხილეთ, ვფიქრობ კანონზომიერია. შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტში პოლიტიკოსები ერთეულები არიან დარჩენილი, ძირითადად, პარლამენტი დამრტყმელი ძალებითაა დაკომპლექტებული.
ისინი იქ იმიტომაც არიან, რომ პარლამენტში ძალადობრივად გაიტარონ ის ხაზი, რასაც სხვადასხვა გზავნილის სახით მიიღებენ. როდესაც პოლიტიკური კულტურა არა გაქვს, მუშტებზე იყურები და შესაბამისად, რაც გუშინ პარლამენტში ვიხილეთ, გასაკვირი სულაც არ არის.
- თქვენთან დაკავშირებამდე სოციალური ქსელის ქართულ სეგმენტს გადავხედე, სადაც ასევე მსჯელობდნენ პარლამენტში გამართულ გაწევ-გამოწევაზე.
როგორც აღმოჩნდა, ბევრს, ძირითადად ხელისუფლების მხარდამჭერებს ძალიან მოეწონა სახელოვანი სპორტსმენების ჩხუბში მონაწილეობა. რადგან ასეთი განწყობები დომინირებს, გაუგებარია ძალადობას როგორღა გმობენ ერთი მხრივ ხელისუფლება და მეორე მხრივ, მათი მხარდამჭერები?
- ხელისუფლება თითქოს გვეუბნება რომ სიძულვილის ენას ებრძვის, სინამდვილეში ისინი სიძულვილს ნერგავენ, ზრდიან დაპირისპირების ხარისხს, პროპაგანდის მეშვეობით ვითარების ესკალაციას ახდენენ. ხელისუფლების მხრიდან ხდება აგრესიის გენერაცია. ეს აისახება იმათზეც, ვინც სხვადასხვა მოტივებით ხელისუფლებას უჭერს მხარს.
ესეც არ არის გასაკვირი, რადგან, ის სიტუაცია, რაც პარლამენტშია, საზოგადოებაშიც არის კულტივირებული და ახლა ამას ვადევნებთ თვალს. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ასეთი ხალხი ბევრი არ არის. უბრალოდ, სოციალურ ქსელებში ისინი განსაკუთრებულადაც კი აქტიურობენ. და ეს ქმნის ყალბ განცდას რომ ბევრი არიან. სინამდვილეში, კი მე ასე არა მგონია იყოს.
ხელისუფლების მხრიდან ხდება აგრესიის გენერაცია. ეს აისახება იმათზეც, ვინც სხვადასხვა მოტივებით ხელისუფლებას უჭერს მხარს... სოციალურ ქსელებში ისინი განსაკუთრებულადაც კი აქტიურობენ და ეს ქმნის ყალბ განცდას რომ ბევრი არიან. სინამდვილეში, კი მე ასე არა მგონია იყოს გააგრძელეთ კითხვა