ელენე ხოშტარიას ექიმი პენიტენციური სამსახურის დირექტორს ხვდება
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ- ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი, რევმატოლოგი მაკა იოსელიანი და ექიმი, “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, ანი ქავთარაძე პენიტენციური სამსახურის დირექტორს გიორგი პატარიძეს ხვდებიან.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
"ოპოზიციის ალიანსმა“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
მათი განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყვეტად უარესდება. მას აქვს ქრონიზებული ტკივილი, რომლის მართვაც ციხის პირობებში ვერ ხერხდება. განცხადების თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი გზაა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. ალიანსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობაზე სრულ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. გააგრძელეთ კითხვა