"17 წლის გარდაცვლილი გოგონა ჩემოდანში იპოვეს" - უმძიმესი დანაშაული ტაილანდში: დაკავებულია ავსტრალიელი ტურისტი - კვირის პალიტრა

"17 წლის გარდაცვლილი გოგონა ჩემოდანში იპოვეს" - უმძიმესი დანაშაული ტაილანდში: დაკავებულია ავსტრალიელი ტურისტი

ტა­ი­ლან­დში, ქა­ლაქ პა­ტა­ი­ა­ში, სარ­კი­ნიგ­ზო ლი­ან­და­გებ­თან ნა­პოვ­ნი სამ­გზავ­რო ჩე­მოდ­ნი­დან 17 წლის ტუნ­ჩა­ნოკ დო­ნჰომ­ლას ცხე­და­რი ამო­იყ­ვა­ნეს. და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი 45 წლის ავ­სტრა­ლი­ე­ლი ტუ­რის­ტი, სა­ი­მონ კარ­მა­ნი, ბანგკო­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში მა­შინ და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც ქვეყ­ნი­დან გაფ­რე­ნას ცდი­ლობ­და.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კარ­მან­მა არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა ხუთ­შა­ბათს გამ­თე­ნი­ი­სას, პა­ტა­ი­ას ერთ-ერთი ქუ­ჩი­დან წა­იყ­ვა­ნა. სას­ტუმ­როს სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებ­ში ჩანს, რომ ისი­ნი ერ­თად, ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლე­ბი შე­დი­ან ნო­მერ­ში, რო­მე­ლიც ავ­სტრა­ლი­ე­ლის სა­ხელ­ზე იყო და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ვი­დე­ო­მა­სა­ლამ და­ა­ფიქ­სი­რა, თუ რო­გორ ტო­ვებს კარ­მა­ნი სას­ტუმ­როს მარ­ტო, შავი ჩე­მოდ­ნით, რო­მე­ლიც მო­ტო­ციკლზე ჰქონ­და და­მაგ­რე­ბუ­ლი. ვი­დე­ო­ზე ჩანს მისი გა­და­ად­გი­ლე­ბა რკი­ნიგ­ზის ლი­ან­და­გე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ი­და­ნაც იგი 9 წუთ­ში უკვე ჩე­მოდ­ნის გა­რე­შე ბრუნ­დე­ბა. პო­ლი­ცი­ამ გო­გო­ნას შიშ­ვე­ლი ცხე­და­რი სწო­რედ ამ ჩე­მო­დან­ში, სას­ტუმ­რო­დან 10 წუ­თის სა­ვალ­ზე იპო­ვა.

სას­ტუმ­როს ნომ­რის ჩხრე­კი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრძო­ლის კვა­ლი და სის­ხლის ლა­ქე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. კა­მე­რე­ბის მი­ხედ­ვით, ოთახ­ში სხვა არა­ვინ შე­სუ­ლა. გარ­და ამი­სა, და­კა­ვე­ბი­სას თა­ვად ეჭ­ვმი­ტა­ნილს კი­სერ­სა და მკლა­ვებ­ზე ნა­კაწ­რე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. გააგრძელეთ კითხვა