"ნგრევისას შვილს გადაეფარა... ბავშვი გადარჩა, თავად დაიღუპა" - დამანგრეველი მიწისძვრა ვენესუელაში, რომელსაც ფეხბურთელის მეუღლე ემსხვერპლა
ვენესუელაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს ტრაგიკულად დაიღუპა ფეხბურთელ ექტორ ბელოს მეუღლე, ანდრეა ბელო, რომელმაც სიცოცხლის ფასად ერთი წლის ქალიშვილი გადაარჩინა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სახლის ჩამონგრევის დროს ანდრეა შვილს საკუთარი სხეულით გადაეფარა. მაშველებმა ქალი ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა პატარა ალანა ცოცხალი გადაარჩინეს.
ვენესუელის მეორე დივიზიონის კლუბ „მარიტიმო დე ლა გუაირას“ ფეხბურთელმა, ექტორ ბელომ, მეუღლეს სოციალურ ქსელში ემოციური წერილი მიუძღვნა.

"ანდრეა, ბრძოლაში მარტო დაგტოვე. ახლა სრულიად მარტო დავრჩი ჩვენს ქალიშვილთან. როგორ ავუხსნა მას, რომ მისი სიცოცხლის გადასარჩენად შენი სიცოცხლე გაწირე? როგორ ვუთხრა, რომ იმ დროს შენთან არ ვიყავი? მომეცი ძალა, რადგან ამას ვეღარ ვუძლებ.
შენ ყოველთვის ჩვენი გმირი იქნები. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენმა ქალიშვილმა იცოდეს, როგორი საოცარი დედა ჰყავდა. მოვუყვები, როგორ გადაარჩინე და როგორ იბრძოლე მისთვის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.“ - წერს ფეხბურთელი. გააგრძელეთ კითხვა