“ტყვია არ ეკარებაო არაკებს ჰყვებოდნენ... ერთადერთხელ ვნახე გაღიმებული“ - ვინ არის უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი? - კვირის პალიტრა

“ტყვია არ ეკარებაო არაკებს ჰყვებოდნენ... ერთადერთხელ ვნახე გაღიმებული“ - ვინ არის უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი?

უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი და­ი­ღუ­პა.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ომში და­ღუ­პუ­ლი და­ვით ქუქჩიშ­ვი­ლია. უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ბრძო­ლის ველ­ზე 26 ივ­ნისს და­ე­ცა

გიგა მა­ქა­რაშ­ვი­ლი და­ვით ქუქჩიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:“ვაჟ­კა­ცი, დიდ­გუ­ლა, უში­შა­რი, პატ­რი­ო­ტი ბევ­რი დავ­კარ­გეთ უკ­რა­ი­ნა­ში!

წუ­ხელ გმი­რუ­ლად და­ე­ცა სი­ცო­ცხლე­ში­ვე ლე­გენ­დად ქცე­უ­ლი და­ვით ქუქჩიშ­ვი­ლი!

ტყვია არ ეკა­რე­ბაო არა­კებს ჰყვე­ბოდ­ნენ, მტე­რი სა­თო­ფე­ზე არ ეკა­რე­ბაო

გო­რო­ზი, საქ­მი­ა­ნი, სი­ტყვა­ძუნ­წი და­დი­ო­და, ახ­ლოს მის­ვლა მო­გე­რი­დე­ბო­და!

შო­რი­დან ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს, სა­ნამ ერთ დღეს კი­ევ­ში, ჩემს პა­ტა­რა სახ­ლში არ მოხ­ვდა…

ბე­დად თბი­ლი წყა­ლი მო­დი­ო­და, იბა­ნა­ვა, სპორ­ტუ­ლი ტან­საც­მე­ლი ჩა­იც­ვა და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შე­მო­სულს კო­ნი­ა­კის ბოთ­ლი და­ვახ­ვედ­რე და მა­შინ ერ­თა­დერ­თხელ ვნა­ხე გა­ღი­მე­ბუ­ლი. ხე­ლიც მა­შინ ჩა­ვარ­ტყით და ძმო­ბაც მა­შინ ვთქვით!

იმის მერე 4 წელი გა­ვი­და და კვი­რა არ გა­სუ­ლა ერ­თმა­ნე­თი არ მოგ­ვე­კი­თხა.

ყვე­ლა დარ­ბე­ვის შემ­დეგ მე­სი­ჯი მომ­დი­ო­და, “ვე­რან, გა­დარ­ჩი თუ და­გი­ლე­წეს ბე­ბე­რი ძვლე­ბი ძაღ­ლის­შვი­ლებ­მა?”

მო­მი­სამ­ძიმ­რეთ და ჩემ­გა­ნაც მი­ი­ღეთ სამ­ძი­მა­რი მთელ­მა ერმა!

შევ­ხვდე­ბით ბე­ბე­რო,“ - წერს მა­ქა­რაშ­ვი­ლი.

ასე­ვე, გუ­შინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია უკ­რა­ი­ნა­ში ორი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლის - იგორ ბე­კუ­რაშ­ვი­ლის და გი­ორ­გი და­მე­ნი­ას - და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ.