"პრეზიდენტმა ვუჩიჩმა, რომელმაც შარშან, ივანიშვილის პრეზიდენტად წოდებული ზებრა ჩაიხუტა და სახლშიც დაპატიჟა, გადადგომა გამოაცხადა" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი? - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტმა ვუჩიჩმა, რომელმაც შარშან, ივანიშვილის პრეზიდენტად წოდებული ზებრა ჩაიხუტა და სახლშიც დაპატიჟა, გადადგომა გამოაცხადა" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ სერბეთის პრეზიდენტი გადადგა:

"ორწლიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, სერბეთის პრორუსმა პრეზიდენტმა ვუჩიჩმა, რომელმაც შარშან, ივანიშვილის პრეზიდენტად წოდებული ზებრა ჩაიხუტა და სახლშიც დაპატიჟა, გადადგომა გამოაცხადა. მანამდე კი, ის ხალხმა აიძულა, უარი ეთქვა არაბული ქალაქის პროექტზე. საერთოდ, რუსეთის მარიონეტებს, ყველგან ცუდად აქვთ საქმე. ძვირფასო ქართველებო, ხომ არ დადგა დრო, რომ ჩვენც სასწრაფოდ ჩავდგეთ ისტორიის ლოგიკაში" - წერს სააკაშვილი.