პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

17:18 / 28-06-2026 “ძვირ­ფა­სო აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბო, გლო­ცავთ დიდი სიყ­ვა­რუ­ლით, გი­სურ­ვებთ ღვთის შე­წევ­ნას და წარ­მა­ტე­ბას მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ში“ - ამის შე­სა­ხებ უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიო III-მ ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი და­ლო­ცა და მათ გა­მოც­დებ­ში წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვა. პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, რომ “ცოდ­ნა არის ძა­ლი­ან დიდი სა­უნ­ჯე, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ამაღ­ლებს და ცხოვ­რე­ბის გზა­ზე წინსვლის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს“.“დღეს ჩვენ­თან მო­სუ­ლე­ბი არი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ჩა­ბა­რე­ბის­თვის, მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. ჩვე­ნო ძვირ­ფა­სო აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბო, გლო­ცავთ დიდი სიყ­ვა­რუ­ლით, გი­სურ­ვებთ ღვთის შე­წევ­ნას და წარ­მა­ტე­ბას მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ში. წარ­მა­ტე­ბით ჩა­გე­ბა­რე­ბი­ნოთ და მოხ­ვედ­რი­ლი­ყა­ვით უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში. გახ­სოვ­დეთ, რომ ცოდ­ნა არის ძა­ლი­ან დიდი სა­უნ­ჯე, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ამაღ­ლებს და ცხოვ­რე­ბის გზა­ზე წინსვლის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და გახ­სოვ­დეთ და იცო­დეთ ის, რაც დღე­ვან­დელ სა­ხა­რე­ბა­ში იყო მო­ცე­მუ­ლი, რომ უმ­თავ­რე­სია ცხოვ­რე­ბა­ში ვე­ძე­ბოთ ღმერ­თთან სი­ახ­ლო­ვე, მისი წმინ­და ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და ვი­ლო­ცოთ, მივ­მარ­თოთ მას ჩვე­ნი თხოვ­ნე­ბით, მტკი­ცე რწმე­ნით, რო­მე­ლიც შე­ზა­ვე­ბუ­ლია სიმ­დაბ­ლეს­თან და მოყ­ვა­სი­სად­მი სიყ­ვა­რულ­თან. თუ ვეც­დე­ბით ასე ვი­ცხოვ­როთ, მა­შინ ეს გახ­დე­ბა ყო­ველ­გვა­რი წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რი, რო­გორც ამ­ქვეყ­ნი­უ­რის, ასე­ვე იმ­ქვეყ­ნი­უ­რის“,- აღ­ნიშ­ნა პატ­რი­არ­ქმა.

პატ­რი­არ­ქმა აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ჯვრე­ბი გა­დას­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს მათ­თვის ღვთის წყა­ლო­ბის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა.

“ძვირ­ფა­სო აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბო, წელს თქვე­ნი ჩა­ბა­რე­ბის წელი და­ემ­თხვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბი­დან 1700 წლის­თავს, ამ დიდ სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით თქვენ ლოც­ვა-კურ­თხე­ვის სა­ხით და­გი­რიგ­დე­ბათ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ი­უ­ბი­ლეო ჯვრე­ბი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა თქვენ­თვის კურ­თხე­ვის და ღვთის წყა­ლო­ბის მომ­ტა­ნი. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ და გა­გაძ­ლი­ე­როთ“,-აღ­ნიშ­ნა პატ­რი­არ­ქმა.

მან ლოც­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე იქა­და­გა და აღ­ნიშ­ნა, რომ ლოც­ვას არ აქვს სა­ზღვრე­ბი არც სივ­რცის და არც დრო­ის.

პატ­რი­არ­ქის გან­ცხა­დე­ბით, “უნდა ვი­ლო­ცოთ დიდი, უყოყ­მა­ნო რწმე­ნით და სიყ­ვა­რუ­ლით, თუ გვინ­და, რომ უფალ­მა ეს ლოც­ვა შეგ­ვის­რუ­ლოს“.

“რო­დე­საც ჩვენ მივ­მარ­თავთ უფალს ლოც­ვით, ჩვენც უნდა გვქონ­დეს, მტკი­ცე, უყოყ­მა­ნო რწმე­ნა და უნდა გვწამ­დეს, რომ უფალ­მა ყვე­ლა­ფე­რი იცის. ღმერ­თი ყვე­ლა­ფერს ხე­დავს, ის ყოვ­ლის­შემ­ძლეა. ყოვ­ლად ბრძე­ნია. ამა­ვე დროს, კაც­თმოყ­ვა­რეა და მო­წყა­ლეა. მას შე­უძ­ლია ჩვე­ნი თხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბა და ინე­ბებს კი­დეც ამას“,-აღ­ნიშ­ნა პატ­რი­არ­ქმა.

მან ქა­და­გე­ბი­სას თავ­მდაბ­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ უფა­ლი თავ­მდა­ბალ ადა­მი­ა­ნებს მადლს ანი­ჭებს.

“ჩვენც არ უნდა გვე­გო­ნოს, რომ ღვთის წი­ნა­შე რამე დიდს წარ­მო­ვად­გენთ და რო­გორ­მე ვიმ­სა­ხუ­რებთ მის წყა­ლო­ბას. არა, აი, ასე­თი ამ­პარ­ტავ­ნუ­ლი აზ­რე­ბი უნდა გან­ვაგ­დოთ ჩვენ­გან იმი­ტომ, რომ ეს მი­ზე­ზი ხდე­ბა იმი­სა, რომ უფა­ლი აღარ შე­ის­მენს ჩვენს ლოც­ვებს, რო­გორც წმინ­და წე­რილ­შია ნათ­ქვა­მი: “ღმერ­თი ამ­პარ­ტა­ვან­თა შემ­მუს­რავს“. რას ნიშ­ნავს შემ­მუს­რავს? ე.ი. ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ამ­პარ­ტავ­ნებს, ხოლო თავ­მდა­ბალ ადა­მი­ა­ნებს მადლს ანი­ჭებს“,-აღ­ნიშ­ნა პატ­რი­არ­ქმა.