"კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხევდრა ძალიან მნიშვნელოვანია"
ჟენევაში დაგეგმილი ქართულ-რუსული შეხვედრის გამართვა უკვე გადაწყვეტილია. შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გაიმართება. ამ საკითხზე გვესაუბრება ექსპერტი გოგი ხუციშვილი:
- ვფიქრობ, რომ კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შეხვედრა. ეს იქნება გარკვეული მოსინჯვა ურთიერთობის, ყველა იმ საკითხის, რაზეც შემდგომ შეიძლება გაგრძელდეს ლაპარაკი. ვფიქრობ, ლაპარაკი იქნება ეკონომიკის დარგში უკვე დაწყებულ კონტაქტებზე, მათ ინსტიტუტიონალიზაციაზე, საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე. ამავე დროს დაისმევა ბევრი კითხვა, თუ რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს მომავალში ორ ქვეყანას შორის დიალოგი.
- საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ამ შეხვედრაზე ნაკლებად იქნება კონფრონტაციულ თემებზე ლაპარაკი…
- ჩემი აზრით, ეს არის ძალიან რაციონალური და სწორი მიდგომა. იმ საკითხებს, რომლებზეც ამ ეტაპზე შეუძლებელია პოზიციების თანხვედრა ან დაახლოება, არ უნდა ვანაცვალოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები. კონფრონტაციული თემები ჯერჯერობით უნდა გადაიდოს…
- თუმცა ჩვენ შორის ძალიან ბევრი კონფრონტაციული თემაა, ყველას გვერდზე ავლა გამოვა ვითომ?
- ვფიქრობ, კონფრონტაციული თემა არც ისე ბევრია, მაგრამ რაც არის ნამდვილად უმნიშვნელოვანესია. ჯერჯერობით ჯობია ლაპარაკი იყოს იმ საკითხებზე, რომელზეც შესაძლებელია პროგრესის მიღწევა. როდესაც კომუნიკაციის სხვა რეჟიმი მიიღწევა, მაშინ უკვე შესაძლებელი იქნება უფრო მტკივნეულ საკითხებზე ლაპარაკი.
- ბატონო გოგი, ბევრი მიიჩნევს, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში რუსეთთან ურთიერთობის განახლება შესაძლოა ქვეყანას დასავლური კურსის შეცვლად დაუჯდეს.
- არავითარ შემთხვევაში, ეს ვარიანტი გამორიცხულია. პროცესის ამგვარი განვითარება ნიშნავს ჩვენი ხელისუფლების მიერ საკუთარი თავისთვის უდიდესი პრობლემების შექმნას. ამიტომ ამაზე ახალი ხელისუფლება არ წავა. ჩვენ გვჭირდება მყარი საფუძველი და გარანტია იმისა, რომ დასავლეთი, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები თავიანთ სტრატეგიულ პარტნიორად გვთვლიან. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესი, არა მგონია, აქედან რაიმე გადახვევა მოხდეს.
- არსებობს მოლოდინი, რომ რუსეთი "ოკუპაციის შესახებ კანონის" გაუქმებას მოითხოვს.
- ეს საკითხი რუსეთის მხრიდან უკვე დაისვა, მაგრამ ეს არ არის კატეგორიული მოთხოვნა. მიმაჩნია, რომ ცვლილება პირველ ეტაპზე შეიძლება შეეხოს ამ კანონის გარკვეულ პუნქტებს. ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არა იმიტომ, რომ ამას რუსეთი მოითხოვს, არამედ იმიტომ, რომ შეცვლილ პოლიტიკურ ვითარებაში გადასახედია ბევრ რამ. მაგალითად, ამ კანონის ერთ-ერთი პუნქტით ის ხალხი, ვინც გადაკვეთა საზღვარი იმ მონაკვეთზე, რომელიც არ კონტროლდება ქართველი მესაზღვრეების მხრიდან, ანუ როკის გვირაბიდან ან ფსოუდან, საქართველოში დაბრუნების შემდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში ეძლევა, მიმაჩნია, რომ ეს პუნქტი შესაძლებელია გადაიხედოს.
- მედვედევის განცხადება მინდა გავიხსენო, როდესაც მან თქვა, რომ 2008 წლის ომის ერთ-ერთი მიზეზი იყო საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ხელის შეშლა. დღეს ახალი ხელისუფლება ერთი მხრივ აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული სივრცისკენ სწრაფვა შეუქცევადი პროცესია, მეორე მხრივ კი აცხადებს, რომ აპირებს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას. ამ ორი პროცესის შეთავსება რამდენად შესაძლებელია?
- ჩემი აზრით, დიდი სიფრთხილე გვმართებს, ჩვენ საქმე გვაქვს სერიოზულ და არაკეთილგანწყობილ მეზობელთან, რომლის ქმედებებმაც სხვადახვა დროს დიდი ზიანი მოგვაყენა. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც ჩვენ გვავალებს ყველა მეზობელ ქვეყანასთან რაციონალური ურთიერთობის აგებას. ამ შემთხვევაში რუსეთის მიმართ ჩვენი წინა ხელისუფლება ჯერ ისე მოქმედებდა, თითქოს ჩვენ ხელში გვქონდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბერკეტი, რომლითაც შეგვეძლო ზეწოლის მოხდენა, აღმოჩნდა, რომ არანაირი ბერკეტი არ გვქონია. მერე დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, მალე დაიშლება რუსეთი და ცოტა ხანს უნდა მოვიცადოთო, ესეც არ გამართლდა. ეს იყო ბლეფის პოლიტიკა, ამის ნაცვლად ჩვენ გვჭირდება რეალური პოლიტიკა, რომელიც დაემყარება სახელმწიფოებრივ და გეოპოლიტიკურ ინტერესებს. ამის გათვალისწინებით, რაღაცას დავთმობთ, რაღაცას კატეგორიულად არ დავთმობთ, მაგრამ უნდა ვეცადოთ, შეწყდეს კონფრონტაციული ტონი, რაც მოგვცემს სტაბილური ურთიერთობისა და თანამშრომლობის საშუალებას. ვიმედოვნებ, რომ ახალი ხელისუფლება ამის გათვალისწინებით იმოქმედებს.
ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4
`karasinisa da zurab abaSiZis Sexevdra Zalian mniSvnelovania~
JenevaSi dagegmili qarTul-rusuli Sexvedris gamarTva ukve gadawyvetilia. Sexvedra saqarTvelos premier-ministris specialur warmomadgenel zurab abaSiZesa da ruseTis sagareo saqmeTa ministris moadgile grigori karasins Soris, savaraudod, mimdinare kviras gaimarTeba. am sakiTxze gvesaubreba eqsperti gogi xuciSvili:
_ vfiqrob, rom karasinisa da zurab abaSiZis Sexvedra Zalian mniSvnelovania. mimaCnia, rom es ar iqneba mxolod teqnikuri xasiaTis Sexvedra. es iqneba garkveuli mosinjva urTierTobis, yvela im sakiTxis, razec Semdgom SeiZleba gagrZeldes laparaki. vfiqrob, laparaki iqneba ekonomikis dargSi ukve dawyebul kontaqtebze, maT institutionalizaciaze, sahaero mimosvlis aRdgenaze. amave dros daismeva bevri kiTxva, Tu ra mimarTulebiT SeiZleba ganviTardes momavalSi or qveyanas Soris dialogi.
_ sagareo saqmeTa ministr maia fanjikiZis gancxadebiT, am Sexvedraze naklebad iqneba konfrontaciul Temebze laparaki…
_ Cemi azriT, es aris Zalian racionaluri da swori midgoma. im sakiTxebs, romlebzec am etapze SeuZlebelia poziciebis Tanxvedra an daaxloeba, ar unda vanacvaloT CvenTvis mniSvnelovani sxva sakiTxebi. konfrontaciuli Temebi jerjerobiT unda gadaidos…
_ Tumca Cven Soris Zalian bevri konfrontaciuli Temaa, yvelas gverdze avla gamova viTom?
_ vfiqrob, konfrontaciuli Tema arc ise bevria, magram rac aris namdvilad umniSvnelovanesia. jerjerobiT jobia laparaki iyos im sakiTxebze, romelzec SesaZlebelia progresis miRweva. rodesac komunikaciis sxva reJimi miiRweva, maSin ukve SesaZlebeli iqneba ufro mtkivneul sakiTxebze laparaki.
_ batono gogi, bevri miiCnevs, rom Cveni teritoriebis okupaciis pirobebSi ruseTTan urTierTobis ganaxleba SesaZloa qveyanas dasavluri kursis Secvlad daujdes.
_ araviTar SemTxvevaSi, es varianti gamoricxulia. procesis amgvari ganviTareba niSnavs Cveni xelisuflebis mier sakuTari TavisTvis udidesi problemebis Seqmnas. amitom amaze axali xelisufleba ar wava. Cven gvWirdeba myari safuZveli da garantia imisa, rom dasavleTi, evrokavSiri da amerikis SeerTebuli Statebi TavianT strategiul partniorad gvTvlian. es aris Cveni saxelmwifoebrivi interesi, ara mgonia, aqedan raime gadaxveva moxdes.
_ arsebobs molodini, rom ruseTi `okupaciis Sesaxeb kanonis~ gauqmebas moiTxovs.
_ es sakiTxi ruseTis mxridan ukve daisva, magram es ar aris kategoriuli moTxovna. mimaCnia, rom cvlileba pirvel etapze SeiZleba Seexos am kanonis garkveul punqtebs. Cvenma xelisuflebam gadawyvetileba unda miiRos ara imitom, rom amas ruseTi moiTxovs, aramed imitom, rom Secvlil politikur viTarebaSi gadasaxedia bevr ram. magaliTad, am kanonis erT-erTi punqtiT is xalxi, vinc gadakveTa sazRvari im monakveTze, romelic ar kontroldeba qarTveli mesazRvreebis mxridan, anu rokis gvirabidan an fsoudan, saqarTveloSi dabrunebis Semdeg sisxlis samarTlis pasuxismgeblobaSi eZleva, mimaCnia, rom es punqti SesaZlebelia gadaixedos.
_ medvedevis gancxadeba minda gavixseno, rodesac man Tqva, rom 2008 wlis omis erT-erTi miziezi iyo saqarTvelos evrointegraciisTvis xelis SeSla. dRes axali xelisufleba erTi mxriv acxadebs, rom saqarTvelos evropuli sivrcisken swrafva Seuqcevadi procesia, meore mxriv ki acxadebs, rom apirebs ruseTTan urTierTobis dalagebas. am ori procesis SeTavseba ramdenad SesaZlebelia?
_ Cemi azriT, didi sifrTxile gvmarTebs, Cven saqme gvaqvs seriozul da arakeTilganwyobil mezobelTan, romlis qmedebebmac sxvadaxva dros didi ziani mogvayena. magram unda gaviTvaliswinoT is geopolitikuri realoba, romelic Cven gvavalebs yvela mezobel qveyanasTan racionaluri urTierTobis agebas. am SemTxvevaSi ruseTis mimarT Cveni wina xelisufleba jer ise moqmedebda, TiTqos Cven xelSi gvqonda mniSvnelovani saerTaSoriso berketi, romliTac SegveZlo zewolis moxdena, aRmoCnda, rom aranairi berketi ar gvqonia. mere daiwyes imaze laparaki, male daiSleba ruseTi da cota xans unda movicadoTo, esec ar gamarTlda. es iyo blefis politika, amis nacvlad Cven gvWirdeba realuri politika, romelic daemyareba saxelmwifoebriv da geopolitikur interesebs. amis gaTvaliswinebiT, raRacas davTmobT, raRacas kategoriulad ar davTmobT, magram unda vecadoT, Sewydes konfrontaciuli toni, rac mogvcems stabiluri urTierTobisa da TanamSromlobis saSualebas. vimedovneb, rom axali xelisufleba amis gaTvaliswinebiT imoqmedebs.
naTia doliZe (specialurad saitisTvis)