„ვგრძნობ, რომ მეც ცოტათი ქართველი ვარ“
"საფრანგეთში პოეტები არასოდეს კვდებიან" - ეს სიტყვები ემანუელ მაკრონმა შარლ აზნავურის დაკრძალვაზე წარმოთქვა. "სომხური ფესვების მქონე ფრანგი ლეგენდა" - ასე მოიხსენიებენ მას. აზნავური იყო ადამიანი, რომლის ცხოვრებას სიღარიბე და სირთულეები თან სდევდა, თუმცა შეუპოვრობითა და ნიჭით მსოფლიო მუსიკის ერთ-ერთ უდიდეს ლეგენდად იქცა. სწორედ მისმა სიმღერამ გაიჟღერა 2026 წლის მაისში, როდესაც მაკრონი ერევანში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. სახელმწიფო ვახშამზე საფრანგეთის პრეზიდენტმა შარლ აზნავურის ცნობილი სიმღერა La Bohème შეასრულა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კი დრამებზე უკრავდა. ეს იყო კულტურულ-პოლიტიკური ჟესტი, რომლითაც აზნავურის მემკვიდრეობასა და საფრანგეთ-სომხეთის მეგობრობას გაუსვეს ხაზი.
აზნავურის ქარტეხილებით სავსე ცხოვრება ბევრისთვის უცნობია, მას მხოლოდ ფრანგული შანსონებითა და კინოფილმებით იცნობენ, ხავერდოვანი ხმის ტემბრის მქონე შანსონიეს მიღმა ტრაგიკული და იმავდროულად, ძალიან საინტერესო ცხოვრებაა.

ემიგრანტები პარიზში
შარლ აზნავური დაიბადა პარიზში, სომეხი ემიგრანტების ოჯახში, რომელიც გენოციდის შემდეგ საფრანგეთში ჩავიდა. ასე გახდნენ შარლ აზნავურის მშობლები, მიშა აზნავურიანი და კნარ ბაღდასარიანი, სომეხი ემიგრანტები. მამა საქართველოში, ახალციხეში დაიბადა, დედა კი თურქეთში, იზმირში. 1915-16 წლებში ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო. თავდაპირველად საბერძნეთში ჩავიდნენ, შემდეგ საფრანგეთში გადავიდნენ და იქ ელოდნენ ვიზებს აშშ-ში გასამგზავრებლად. თუმცა, საბოლოოდ, პარიზში დარჩნენ და ცხოვრება თავიდან დაიწყეს.
სიღარიბის გამო ოჯახს ხშირად უწევდა საცხოვრებლის შეცვლა. შარლს ბავშვობაში ხშირად აკრიტიკებდნენ - ამბობდნენ, არც ხმა აქვს ძლიერი და არც სასცენო გარეგნობაო. მისი კარიერის დასაწყისში გადამწყვეტი აღმოჩნდა ედიტ პიაფის მხარდაჭერა, რომელმაც მისცა შანსი, გასულიყო დიდ სცენაზე. მოგვიანებით, მან დაწერა და შეასრულა 1000-ზე მეტი სიმღერა, მათ შორის ყველასათვის საყვარელი Lა Bოჰèმე. 180 მილიონზე მეტი ფირფიტა გაიყიდა, ხოლო კონცერტები მსოფლიოს უდიდეს სცენებზე იმართებოდა.

შარლ აზნავური და ედიტ პიაფი
შარლ აზნავურის კარიერაში განსაკუთრებული როლი ჰქონდა ედიტ პიაფს - ქალს, რომელიც თავადაც იყო ფრანგული შანსონის სიმბოლო. 1950-იან წლებში, როცა აზნავური ჯერ კიდევ ცდილობდა ფრანგულ ესტრადაზე დამკვიდრებას, პიაფმა ის შენიშნა. მათ პროფესიული თანამშრომლობა დაიწყეს, თუმცა მალევე გადაიზარდა რომანტიკულ ურთიერთობაში. პიაფი - უკვე ცნობილი ვარსკვლავი, აზნავური კი - ახალგაზრდა, ამბიციური მუსიკოსი, რომელიც თავისი გზის ძიებით იყო დაკავებული. მათი რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ იყო სავსე ემოციებით, ვნებითა და შემოქმედებითი ენერგიით. პიაფი ხშირად ეხმარებოდა აზნავურს, აძლევდა რჩევებს, ასწავლიდა სცენაზე თავდაჯერებულობას და არწმუნებდა, რომ უნიკალური ხმისა და სტილის პატრონი იყო. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მან ისეთი სიმღერების წერა და შესრულება, რომლებიც მოგვიანებით მსოფლიო ჰიტებად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ მათი რომანი დასრულდა, აზნავური ხშირად იხსენებდა პიაფს როგორც ადამიანს, რომელმაც კარიერის ყველაზე რთულ ეტაპზე ხელი გაუწოდა.
პიაფთან ურთიერთობის შემდეგ აზნავურს ჰქონდა სამი ქორწინება და ხანგრძლივი ოჯახური ცხოვრება ულა ტორსელთან, რომელთანაც 50 წელზე მეტხანს იცხოვრა.

აზნავურების ოჯახი
აზნავურების ოჯახი ჰუმანურობით გამოირჩეოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს მათი ბინა პარიზში თავშესაფრად იქცა - მალავდნენ ებრაელებსა და სომხებს, რაც მაშინ უდიდეს რისკს წარმოადგენდა. მიშა აზნავური, შარლის მამა, მეგობრობდა მისაკ მანუჩიანთან, რომელიც ფრანგული წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი იყო. სწორედ მანუჩიანის მეშვეობით გაიცნო მიშამ სომხები, რომლებიც იძულებით ჩარიცხეს გერმანიის არმიაში. აზნავურების ოჯახის ქმედება მოგვიანებით გმირობად აღიარეს, მათ უამრავი ადამიანი გადაარჩინეს. სწორედ ამის გამო მიენიჭათ შარლ აზნავურსა და მის ოჯახს ღაოულ ჭალლენბერგ Aწარდ - ჯილდო ებრაელების გადარჩენისთვის.
აზნავურს არასდროს დავიწყებია საკუთარი ფესვები. 1988 წლის მიწისძვრის შემდეგ სომხეთში დააარსა ფონდი Aზნავოურ ფორ Aრმენია, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდიდა დაზარალებულებს; იყო ასევე UNEშჩO-ში სომხეთის დელეგატი და მოგვიანებით სომხეთის ელჩი შვეიცარიასა და გაეროში. აზნავური დაჯილდოებულია საფრანგეთის ორდენით Lეგიონ ოფ Hონოურ, ხოლო სომხეთში მას ეროვნული გმირის ტიტული მიანიჭეს. 2017 წელს მისი ვარსკვლავი დაემატა Hოლლყწოოდ ჭალკ ოფ Fამე-ს.
შანსონიე 2018 წელს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მისი საქველმოქმედო ფონდი კვლავ აგრძელებს საქმიანობას.

სტუმრობა საქართველოში
2012 წელს ახალციხეში განახლებული რაბათის ციხის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შარლ აზნავურიც დაესწრო. "ჩემი წინაპრები, მათ შორის მამაჩემი, ახალციხეში დაიბადნენ. ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. ორჯერ ვიყავი საქართველოში და ყოველთვის ვითხოვდი ახალციხეში ჩამოსვლასა და წინაპრების საცხოვრებლის მონახულებას. ამჯერად სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, რადგან ეს ქვეყანა გალამაზებული და გაუმჯობესებულია. უმშვენიერესია რაბათის ციხე და მთლიანად ახალციხე. ვგრძნობ, რომ მეც ცოტათი ქართველი ვარ. დიდი მადლობა ყველას გულთბილი დახვედრისათვის", - თქვა მომღერალმა. ახალციხეში დაგეგმილ კონცერტზე შარლ აზნავურმა შეასრულა როგორც მსოფლიოში ცნობილი, ასევე ახალი სიმღერებიც. შანსონიე საქართველოში 25-კაციანი შემადგენლობით ჩამოვიდა. მომღერალმა ტრადიცია არც მაშინ დაარღვია და 88 წლის ასაკშიც მთელი კონცერტის განმავლობაში ცოცხლად იმღერა.
ჟურნალ თიმე-ს ვერსიით, შარლ აზნავური, საუკუნის საუკეთესო შემსრულებლად არის აღიარებული. ის არის 1200-ზე მეტი სიმღერის ავტორი, ფილმებში შესრულებული აქვს 80-მდე როლი, მსოფლიოს 94 ქვეყანაში ათასზე მეტი კონცერტი აქვს გამართული და გაყიდული აქვს 100 მილიონზე მეტი დისკი.